თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის საკრებულოში 2/3-ზე მეტი მანდატი “ქართულმა ოცნებამ” მოიპოვა

თეთრიწყაროს #26 საარჩევნო ოლქის ამომრჩეველთა სიებში შეყვანილი 20.793 ამომრჩევლიდან 15 ივნისს ადგილობრივ არჩევნებზე მივიდა თითქმის ნახევარი – 10.077 (48,46%).

ყველაზე მეტმა თეთრწყაროელმა მმართველ პოლიტიკურ ძალას – კოალიცია „ქართულ ოცნებას“ დაუჭირა მხარი (5624 ამომრჩეველი, 57,62%), მეორე ადგილზე „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ გავიდა 2507 ხმით (25,69%), მესამეზე – ბლოკი „ნინო ბურჯანაძე-ქრისტიან-დემოკრატები“  928 ხმით (9,51%). დანარჩენმა სუბიექტებმა კენჭისყრაში მონაწილეთა ხმების 5%-ზე ნაკლები მიიღეს.

„საარჩევნო კოდექსის“ თანახმად, თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის საკრებულოში 10 მანდატი პროპორციული წესით მიიღო „ქართულმა ოცნებამ“ და მისი წარმომადგენლები იქნებიან: თედორაძე გოჩა, კენკებაშვილი ვასილ, სარიევი დავითი, იოსელიანი კლიმენტი (ჭაბუკა), მუხაშავრია ავთანდილ, წიკლაური ელგუჯა, დალაქიშვილი ზურაბ,  გაბიდაური ვაჟა, მელიქიშვილი გიორგი და იჭარაული დევმან. მაჟორიტარულ ოლქებში გაიმარჯვეს „ქართული ოცნების“ წარმომადგენლებმა: თამაზ აფციაურმა, გიორგი ჭელიძემ, ლევან ჩოჩქიანმა, სიმონ წიკლაურმა, რამაზ ჩომახაშვილმა, როლანდ ლიპარტელიანმა, ლერი ლონდარიძემ, რამაზ გულბანმა, გოჩა გოგიჩაიშვილმა, მერაბ ღაღეთაშვილმა, გიორგი ფიჩხულაშვილმა, ნიკა ქარქუზაშვილმა, გიორგი დავითაშვილმა, ირაკლი გუჯეჯიანმა, უჩა ჩარკვიანმა და ოთარ ლონდარიძემ. ამდენად, კოალიცია „ქართულ ოცნებას“ საკრებულოში უმრავლესობა – 26 დეპუტატი ჰყავს, ანუ 2/3-ზე მეტი, რაც მას მუნიციპალიტეტის გამგებლის გადაყენების საშუალებასაც კი აძლევს.

ოთხი მანდატი მოიპოვა „ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ“, რომელმაც საკრებულოში გაიყვანა თამარ დალაქიშვილი, ჯულიეტა დარჯანია, ირაკლი ბაჯიაშვილი და ნაირა ებრალიძე. გარდა ამისა, თეთრიწყაროს მაჟორიტარული ოლქი მოიგო ზურაბ წიკლაურმა, ხოლო დურნუკის – სვეტლანა ჯირაშვილმა. ამდენად, „ნაციონალურ მოძრაობას“ საკრებულოში 6 დეპუტატი ჰყავს, რაც მას ფრაქციის ჩამოყალიბების უფლებას აძლევს.

საკრებულოს წევრობის ერთი მანდატი, პროპორციული წესით,  მოიპოვა „ბურჯანაძე-ქრისტიან-დემოკრატებიდან“ ნუნუ  ნათობიძემ, ასევე საკრებულოს წევრები გახდნენ საინიციატივო ჯგუფების მიერ წარდგენილი მაჟორიტარები გურგენ სტეფანიანი და მერაბ გერლიანი, რომლებმაც დაღეთის და ორბეთის ოლქებში დამოუკიდებლად იყარეს კენჭი და მოუგეს არჩევნები როგორც „ქართული ოცნების“, ასევე „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლებს.

2010 წელს არჩეულ მუნიციპალიტეტის საკრებულოს უფლებამოსილება შეუწყდება ახალი საკრებულოს პირველი სხდომისას, რომელსაც მოიწვევს ცესკო არჩევნების საბოლოო შედეგების შეჯამებიდან 30 დღის ვადაში.

თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის საკრებულოს ყველა წევრს არჩევნებში გამარჯვებას ვულოცავთ!

 

gamgeoba

თეთრწყაროელებმა გამგებლად ბესიკ წიკლაური აირჩიეს

თეთრწყაროელმა ამომრჩეველმა წმინდა პოლიტიკური არჩევანი გააკეთა – მხარი დაუჭირა ძველი მმართველი ძალის წასვლას ხელმძღვანელობიდან და არჩევნების პირველივე ტურით გამოავლინა გამარჯვებული.

თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის გამგებელი “ქართული ოცნების” კანდიდატი ბესიკ წიკლაური იქნება, – ასეთი ნება გამოხატა ამომრჩეველთა 58%-მა.
20134 წლის არჩევნები

 

მიუხედავად იმისა, რომ მმართველი კოალიციის კანდიდატი მკვიდრი თბილისელია და მხოლოდ წარმოშობით არის თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის ერთ-ერთი სოფლიდან, ხოლო მისი კონკურენტები ადგილობრივი მკვიდრები იყვნენ, მ.შ. ‘ნაციონალური მოძრაობის” კანდიდატი, რომელიც 1998 წლიდან რაიონის ხელმძღვანელ პოსტებზე მუშაობდა, არ გამართლდა “ადგილობრივობაზე” დაფუძნებული წინასაარჩევნო სტრატეგია და მის მიხედვით გაკეთებული პროგნოზები. გამგებლის არჩევნებში უბნების შედეგებმა ასევე აჩვენა, რომ ამომრჩეველი აღარ  ემორჩილება წარსულის PR-სტრატეგიებს, რომლებიც აგებული იყო კლანურობა-კუთხურობის პრინციპზე და, ბოლო დრომდე, თეთრწყაროში ამართლებდა. ამომრჩეველთა ძირითადი მოტივაცია კანდიდატის პოლიტიკური პლატფორმისათვის მხარდაჭერა აღმოჩნდა, რაშიც დიდი წვლილი მმართველი ძალის პრიმატულობის ფაქტორს მიუძღოდა, რამდენადაც არჩევნებამდე “ოცნების” კანდიდატს ამომრჩეველი საერთოდ არ იცნობდა.

ბესიკ წიკლაური დაიბადა 1974 წელს ქ.თბილისში, დაამთავრა ქ.თბილისის #60 საჯარო სკოლა, შემდეგ სწავლობდა საქართველოს ღია ჰუმანიტარული ინსტიტუტის ტურიზმის მართვისა და ორგანიზაციის ფაკულტეტზე, რომელიც 1995 წელს დაასრულა. 1998-2000 წლებში სწავლობდა თბილისის ივ. ჯავახიშვილის სახ. უნივერსიტეტის ეკონომიკის ფაკულტეტზე. 1998-2002 წლებში ეწეოდა ბიზნეს-საქმიანობას. 2002-2003 იყო პროექტის “სასოფლო სამეურნეო კვლევა, დანერგვა, კონსულტირება და სწავლების” ექსპერტი. 2007 წელს მუშაობდა შპს “ტრიუმფში” სადისტრიბუციო სამსახურის უფროსად, 2009-2010 წლებში შპს “ქარვასლაში” კონტროლისა და ანალიზის მენეჯერად, 2010-2013 წლებში შპს “ქარვასლა მენეჯმენტ თბილისის” სამეურნეო მენეჯერად.

ბატონ ბესიკს ვუსურვებთ ამომრჩეველთა იმედების გამართლებას!

10412033_1463379850567445_8055229930327284302_n

ძლიერმა სეტყვამ წალკის, თეთრიწყაროსა და ბოლნისის სოფლები დააზარალა


ძლიერმა სეტყვამ წალკისა და თეთრიწყაროს სოფლები დააზარალა. როგორც თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის პრესსამსახური იუწყება, სეტყვამ სოფლების სავარგულებზე რამდენიმესანტიმეტრიანი საფარი შექმნა. დიდია მიყენებული ზარალი.
“ძლიერმა სეტყვამ ჭივჭავის, ირაგისა და კლდეისის ტერიტორიული ორგანოს სოფლები სამღერეთი ალექსეევკა, დუმანისი, იფნარა და მენკალისი დააზარალა. განადგურებულია ნათესები, ხეხილის ბაღები, დახოცილია შინაური ფრინველები”, საუბრობს მუნიციპალიტეტის პრესმდივანი ანი მაქაცარია.
ძლიერმა სეტყვამ წალკის, თეთრიწყაროსა და ბოლნისის რაიონები სერიოზულად დააზარალამისი თქმით, თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის გამგებლის მოვალეობის შემსრულებელი მამუკა ჩოქური სტიქიით დაზარალებულ ყველა სოფელში ჩავიდა და შექმნილ მდგომარეობას ადგილზე გაეცნო. ჩოქურის განცხადებით, თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში შექმნილია საგანგებო კომისია, რომელიც ზარალს დაითვლის.
ასევე ზარალს ითვლიან წალკის რაიონშიც. ადგილობრივი მოსახლეობის თქმით, ლობიოსა და კარტოფილის ნათესები განადგურდა და საცხოვრებელი სახლები დაზიანდა. წალკელები დახმარებას ხელისუფლებას სთხოვენ. რაიონში უკვე მუშაობს ზარალის დამთვლელი კომისია. კომისიის წევრის, მამია თავართქილაძის თქმით, 20-მდე სახლს სახურავები შესაცვლელი აქვს.
“მოსახლეობამ 20 სახლის თაობაზე უკვე შემოიტანა განცხადება. დავდივართ და ვამოწმებთ, რა დონეზე დაზიანდა შენობები. დაითვლება ზარალი და, ალბათ, დავეხმარებით მათ”, ამბობს მამია თავართქილაძე.
წალკის რაიონი შარშანაც დაისეტყვა, ზარალის შედეგების აღმოსაფხვრელად კი ბიუჯეტიდან 400 000 ლარი გამოიყო.
უამინდობაა ბოლნისის რაიონშიც, სადაც ნახევარსაათიანმა ძლიერმა წვიმამ და ქარმა რამდენიმე ოჯახი დააზარალა. ნიაღვარი რამდენიმე ოჯახს შეუვარდა და სარდაფები წყლით გაივსო. ოჯახებმა დახმარებისთვის სამაშველო სამსახურს მიმართეს. მოსახლეობა სანიაღვრეების არარსებობას უჩივის.
“ჩვენი ძალებით გავჭერით სანიაღვრე არხი, წყალი იქ მიედინებოდა, მაგრამ ეს ნიაღვარი ვეღარ დაიტია, სახლებში შემოგვივარდა და სარდაფში ჩადგა. სახლს სისველისგან უკვე საძირკველი ენგრევა”, ამბობს ერთ-ერთი დაზარალებული ირმა დავაძე.
მოსახლეობის თქმით, სტიქიამ ბევრ სახლს სახურავი დაუზიანა. ზარალს სპეციალური კომისია ითვლის.

მანოლი ლილუაშვილი
– See more at: http://newsday.ge/index.php?newsid=6038#sthash.P7fy6YuB.dpuf

”ქართული ოცნების” თეთრიწყაროს პარტიული სიის N1 კანდიდატის არჩევნებიდან მოხსნას ითხოვენ

“ერთიანი ნაციონალური მოძრაობა” სამართალდამცავ ორგანოებს და უწყებათშორის კომისიას თეთრიწყაროს რაიონში “ქართული ოცნების” სიის პირველი ნომრის და შტაბის უფროსის, გოჩა თედორაძის საკითხით დაინტერესების მოთხოვნით მიმართავს. “ერთიანი ნაციონალური მოძრაობა” გოჩა თედორაძეს მათ კანდიდატზე ზეწოლაში ადანაშაულებს და აცხადებს, რომ თედორაძე არჩევნებიდან უნდა მოიხსნას.

როგორც დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე “ნაციონალური მოძრაობის” წარმომადგენელმა ზურაბ ჭიაბერაშვილმა განმარტა, თეთრიწყაროს რაიონის დურნუკის მაჟორიტარული ოლქის დეპუტატობის კანდიდატის სვეტლანა ჯირაშვილის მეუღლეს, გევორქ ჯირაშვილს 10 ივნისს, დაახლოებით 22.30 საათზე მის სარგებლობაში არსებული ტელეფონის ნომერზე დაურეკა “ქართული ოცნების” შტაბის უფროსმა, სიის პირველმა ნომერმა გოჩა თედორაძემ და დაემუქრა, რომ თუ “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” მხარდამჭერი ამომრჩევლები არჩევნებზე მივიდოდნენ, ფეხებს დაამტვრევდა.

ჭიაბერაშვილის თქმით, ამას წინ უძღოდა მუქარა “ნაციონალური მოძრაობის” მხრიდან კანდიდატურის მოხსნის მოთხოვნით. პრესკონფერენციაზე ზურაბ ჭიაბერაშვილმა წარმოადგინა “მაგთიკომის” ამონაწერი, რომელიც, მისივე განმარტებით, ზარების განხორციელებას ადასტურებს.

“ამ განცხადებით მივმართავ სამართალდამცავ ორგანოებს და უწყებათაშორის კომისიას და მოვთხოვ, რომ გოჩა თევდორაძე გადაყენებული იქნას შტაბის უფროსის თანამდებობიდან. იგი იმავდროულად არის თეთრიწყაროში “ქართული ოცნების” სიის პირველი ნომერი და ამ სამართალდარღვევის გამო ის უნდა მოიხსნას საარჩევნო მარათონიდან. მიგვაჩნია, რომ საკმარისი მტკიცებები არსებობს ამ პირის სისხლის სამართლის პასუხისმგებლობაში მისაცემად”, – განაცხადა ზურაბ ჭიაბერაშვილმა.

წყარო: http://benewsbatumi.com/2014/06/12/%E1%83%9C%E1%83%90%E1%83%AA%E1%83%98%E1%83%9D%E1%83%9C%E1%83%90%E1%83%9A%E1%83%A3%E1%83%A0%E1%83%98-%E1%83%9B%E1%83%9D%E1%83%AB%E1%83%A0%E1%83%90%E1%83%9D%E1%83%91%E1%83%90%E1%83%97%E1%83%94/

თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის გამგებელს მოსახლეობა ირჩევს

13 ივნისის 18 საათისათვის ბლოგის მიერ ჩატარებულ გამოკითხვაში მონაწილეობა მიიღო 156-მა ინტერნეტ-მომხმარებელმა, შედეგები:
№41 ბესიკ წიკლაურის (ქართული ოცნება) მხარდამჭერი 83 – (53%),
№5 გიორგი მესტვირიშვილის (ერთიანი ნაციონალური მოძრაობა) 27 მხარდამჭერი (17%),
№3 ბესიკ ყველაშვილს (ნინო ბურჯანაძე – ერთიანი ოპოზიცია) მხარი დაუჭირა 11-მა (7%),
№2 ჯუმბერ პაპაშვილს (ძალოვან ვეტერანთა და პატრიოტთა პოლიტიკური მოძრაობა) 2-მა(1%),
ეს კანდიდატები არ მოსწონს 33 მომხმარებელს (21%).

პირველი ორი კანდიდატის ბიოგრაფიები ასეთია:
ბესიკ წიკლაური დაიბადა 1974 წელს ქ.თბილისში, დაამთავრა ქ.თბილისის #60 საჯარო სკოლა, შემდეგ სწავლობდა საქართველოს ღია ჰუმანიტარული ინსტიტუტის ტურიზმის მართვისა და ორგანიზაციის ფაკულტეტზე, რომელიც 1995 წელს დაასრულა. 1998-2000 წლებში სწავლობდა თბილისის ივ. ჯავახიშვილის სახ. უნივერსიტეტის ეკონომიკის ფაკულტეტზე. 1998-2002 წლებში ეწეოდა ბიზნეს-საქმიანობას. 2002-2003 იყო პროექტის “სასოფლო სამეურნეო კვლევა, დანერგვა, კონსულტირება და სწავლების” ექსპერტი. 2007 წელს მუშაობდა შპს “ტრიუმფში” სადისტრიბუციო სამსახურის უფროსად, 2009-2010 წლებში შპს “ქარვასლაში” კონტროლისა და ანალიზის მენეჯერად, 2010-2013 წლებში შპს “ქარვასლა მენეჯმენტ თბილისის” სამეურნეო მენეჯერად.

გიორგი მესტვირიშვილი დაიბადა 1968 წელს ქ. თეთრიწყაროში, დაამთავრა ქ.თეთრიწყაროს #1 საშუალო სკოლა, შემდეგ – ქუთაისის პოლიტექნიკური ინსტიტუტი და თბილისის ივ.ჯავახიშვილის სახ. უნივერსიტეტი, ინჟინერ-ეკონომისტის სპეციალობით. 1998-2002 წლებში იყო თეთრიწყაროს რაიონის საკრებულოს თავმჯდომარე, 2002-2003 წლებში ქ.თეთრიწყაროს საკრებულოს წევრი, 2004-2010 წლებში – თეთრიწყაროს რაიონის გამგებელი, 2010-2014 წლებში – თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე.

გთავაზობთ KKPRESS-ის მიერ გამოქვეყნებულ მასალას, საიდანაც მკითხველი რამდენადმე შეძლებს კანდიდატთა წინასაარჩევნო პროგრამებზე შთაბეჭდილების შექმნას.

თეთრიწყაროს გამგებლობის კანდიდატებმა საარჩევნო პროგრამები წარადგინეს
07 ივნისი 2014
imggen თეთრიწყაროს რაიონის გამგებლობის კანდიდატებმა, თავიანთი წინასაარჩევნო პროგრამა საზოგადოებას სამოქალაქო განვითარების ქართულ-ბერძნული ფონდის „გეორგია-ელადას” ორგანიზებულ შეხვედრაზე გააცნეს.

„ ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” რაიონის გამგებლობის კანდიდატის, გიორგი მესტვირიშვილის თქმით, მისი გამარჯვების შემთხვევაში თეთრიწყაროში გაგრძელდება ყველა ამჟამად შეჩერებული პროექტი.

„ ჩემი გამარჯვების შემთხვევაში ყველა ის პროექტი გაგრძელდება, რომელიც დაწყებული იყო და 2012 წელს გაჩერდა. საუბარი მაქვს, როგორც გაზიფიცირების, ასევე წყლის და ინფრასტრუქტურის სხვა პროექტებზეც. ყურადღება მიექცევა რაიონში, ტურიზმის განვითარებასა და მოსახლეობის დასაქმებას.

ადგილობრივების ინფორმირების მიზნით კი თვეში ერთხელ გამოვცემთ ,,საინფორმაციო მაცნეს’, რომლის საშუალებითაც რაიონის მოსახლეობას დეტალურად მიეწოდება ინფორმაცია, ბიუჯეტის ხარჯვის შესახებ”, – საუბრობს მესტვირიშვილი.
წინასაარჩევნო გარემოს შესახებ კი ამბობს, რომ პარტიის რაიონულ ორანიზაციაზე იყო ზეწოლა, თუმცა დეტალებს არ აკონკრეტებს. აცხადებს, რომ მას არავისი და არაფრის ეშინია.

,, შედეგებს ვაჩვენებთ არჩევნებზე და გამოვლინდება ვის უფრო მეტი ინტელექტუალური პოტენციალი აქვს. ჩვენ გვყავს უამრავი მხარდამჭერი და ველოდებით არჩევნებს”,- დასძენს „ ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” რაიონის გამგებლობის კანდიდატი, გიორგი მესტვირიშვილი. გამარჯვების შემთხვევაში აცხადებს, რომ თვითმმაღთველობაში კადრები, მხოლოდ პროფესიონალიზმის ნიშნით შეირჩევიან.

მოსახლეობას სოციალური პრობლემების მოგვარებაში ხელშეწყობას ჰპირდება რაიონის გამგებლობის კანდიდატი „ნინო ბურჯანაძე – ერთიანი ოპოზიციიდან”, ბესიკ ყველაშვილი.

,, 17-წელია, ამ რაიონში ვარ და ზედმიწევნით კარგად ვიცი, თუ სად რა პრობლემაა. ჩემი სურვილია, არ იყოს არსად სიღარიბე და სიღატაკე. სოფლის მოსახლეობა, მოწყვეტილია ბევრ რამეს და მე ყველაფერს გავაკეთებ იმისთვის, რომ მათ ხელი შევუწყო ნებისმიერ წამოწყებასა და საქმიანობაში, რომლითაც მათ შემოსავალი გაუჩნდებათ.
მქონდა ბიზნესი და კარგად ვიცი, თუ როგორ უნდა დაიწყოს ადამიანმა მცირედით და ეტაპობრივად გახდეს წარმატებული. ურთიერთობები გვაქვს ინვესტორებთან და ჩვენი გამარჯვების შემთხვევაში ვიზრუნებთ სოფლად ფერმებისა და მცირე საწარმოების შექმნაზე.

ასევე, ჩემი გამარჯვების შემთხვევაში არცერთი კადრი სამსახურიდან დათხოვნილი არ იქნება. ამ შემთხვევაში მნიშვნელობა არ აქვს პარტიულობას, რადგან დროა, ერთხელ და სამუდამოდ დასრულდეს ქვეყანაში პარტიული ნიშნით სამსახურებში მიღებები”, – აცხადებს, „ნინო ბურჯანაძე – ერთიანი ოპოზიციის” თეთრიწყაროს გამგებლობის კანდიდატი, ბესიკ ყველაშვილი.
თეთრიწყაროს გამგებლობისთვის „საქართველოს ძალოვან ვეტარანთა და პატრიოტთა პოლიტიკური მოძრაობი”-დან ჯუმბერ პაპაშვილი იბრძოლებს.

„ ჩემი პრიორიტები ასეთია: რაიონში კანონის უზენაესობის დამკვიდრება და სამართლიანობის აღდგენა; სიტყვისა და თავისუფლების გამოხატვის გარანტიების დაცვა; სრულყოფილი ჯანდაცვისა და დასაქმების უფლება; ხალხსა და რაიონის ხელისუფლებას შორის, კომუნიკაციის აღდგენა, სამოქალაქო თანხმობის განმტკიცება; სამუშაო ადგილების შექმნა; ომის ვეტერანთა სოციალური რეაბილიტაცია; ეროვნული უმცირესობებისა და სხვადასხვა რელიგიური კონფესიების წარმომადგენლების, უფლებების დაცვა; აგრარული სექტორის განვითარებისათვის, გლეხებისათვის ხელშემწყობი პირობების შექმნა; საქართველოს მოქალაქეობის არ მქონე პირებზე, მიწის ყიდვის შეზღუდვა; რაიონის მოსახლეობის ყველანაირი საყოფაცხოვრებო და აუცილებელი პირობების შექმნა; სკოლებისა და საბავშვო ბაღების აშენება და კეთილმოწყობა; კულტურული ცხოვრების აღორძინება რაიონში”- აცხადებს „საქართველოს ძალოვან ვეტარანთა და პატრიოტთა პოლიტიკური მოძრაობი”-ს თეთრიწყაროს გამგებლობის კანდიდატი, ჯუმბერ პაპაშვილი.
შეხვედრას მოწვევის მიუხედავად არ დაესწრო, „ქართული ოცნების” თეთრიწყაროს გამგებლობის კანდიდატი, ბესიკ წიკლაური.

მედეა ჭკადუა
წყარო:http://kkpress.ge/index.php?do=fullmod%2Fnews&id=2394

თეთრიწყაროს პოლიტიკური სპექტრი – 2014

15 ივნისის ადგილობრივ არჩევნებზე თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის 35 წევრიან საკრებულოში 15 წევრი პროპორციული სისტემით აირჩევა.

პარტიული სიებისათვის განკუთვნილ საარჩევნო ბიულეტენში #1იქნება ბლოკი არასაპარლამენტო ოპოზიცია (კახა კუკავა, ფიქრია ჩიხრაძე)”, რომლის  პირველი ათეული ასე გამოიყურება: გია გოცირიძე, მარიამ თეგაძე, რამაზ კილაძე,ზაურ ჯორბენაძე, ნინო ბერიშვილი,გარაგაშ გარაგაშევი, ალექსანდრე სალამატინი, ნატალია კავლელაშვილი, ნაირა ებრალიძე და არნოლდ ჯაშიაშვილი.

#2 არის საქართველოს ძალოვან ვეტერანთა და პატრიოტთა პოლიტიკური მოძრაობა,რომლის  პირველი ათეულში არიან:  სულიკო ეუაშვილი, იოსებ ყელბერაშვილი, რეზო აფციაური, გიორგი მიშელაძე, მალხაზი მაისურაძე, სიმონი კოჩიევი, დავითი ხორნაული, ამირანი ბაციკაძე, ჟანა ჯამაგიძე და ნანული ზაუტაშვილი.

#3. მესამე ნომრად კენჭს იყრის საარჩევნო ბლოკი ნინო ბურჯანაძე ერთიანი ოპოზიცია“: ნუნუ ნათობიძე, თეიმურაზ წიკლაური,  ვალერიან ჩომახაშვილი, რომან ალთუნაშვილი, ნოდარ ქედელიძე, კონსტანტინე ხაინდრავა, მარია ზარიძე, მაგდანა ოთინაშვილი, დავით ხოზრევანიძე და ნაირა დევნოზაშვილი.

#5-ით ბიულეტენში კვლავ ფიგურირებს ერთიანი ნაციონალური მოძრაობა, რომლის პარტიული სიის პირველი ათეული ასეთია: ზურაბ წიკლაური, მუნიციპალიტეტის გამგებელი 2012-13 წლებში; თამარ დალაქიშვილი საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე; ჯულიეტა დარჯანია, საკრებულოს წევრი; ირაკლი ბაჯიაშვილი, ზურაბ ბადალაშვილი, ნაირა ებრალიძე, ისრაფილ მუსაევი, ზაქარია კახნიაშვილი, ზაალ კვიციანი – საკრებულოს წევრი და გივი რამაზაშვილი.

არასამთავრობო ორგანიზაციების განცხადებით: “თეთრიწყაროში კანდიდატურები მოხსნეს „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ კანდიდატმა – ჯანიკო გულუაშვილმა და მანგლისის მაჟორიტარობის კანდიდატმა ზურაბ ბადალაშვილმა, რომელიც პარტიის სიის მე-5 ნომერი იყო.” ამის შესახებ ვრცლად შეგიძლიათ იხილოთ ბმულზე: http://transparency.ge/post/general-announcement/arasamtavrobo-organizatsiebi-saarchevno-olkshi-kandidatebze-zetsolis-shemt

#9 არის ბლოკი თვითმმართველობა ხალხს: ზაქარია აბდუშელიშვილი – თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრი, რევაზი ბერიშვილი, პაატა ფადარაშვილი, უჩა დალაქიშვილი, ზურაბ დალაქიშვილი, ზაზა ზანგურაშვილი, ჟანა ოქროპირიძე, ხათუნა ლიპარტია, არტურ ალიევი და ვერიკო ყულიაშვილი.

#41 კვლავ არის კოალიცია „ქართული ოცნება“, რომლის პარტიული სიის პირველი ათეული ასეთია: თედორაძე გოჩა, უმუშევარი – „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველო“; კენკებაშვილი ვასილ, თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრი – „მრეწველობა გადაარჩენს საქართველოს“; სარიევი დავით, უმუშევარი, „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველო“; იოსელიანი კლიმენტი, ააიპ ,,თეთრიწყაროს საზოგადოებრივი ჯანდაცვა და უსაფრთხო გარემოს უზრუნველყოფის ცენტრის დირექტორი – კონსერვატიული პარტია; მუხაშავრია ავთანდილ, უმუშევარი, „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველო“; წიკლაური ელგუჯა, ჩხიკვთის ტერიტორიული ორგანოს სპეციალისტი – „თავისუფალი დემოკრატები“; დალაქიშვილი ზურაბ-ინჟინერ-მშენებელი – შ.პ.ს ,,ვეზირი“, რისკების პრევენციის ოფიცერი – „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველო“, გაბიდაური ვაჟა, უმუშევარი – რესპუბლიკური პარტია; მელიქიშვილი გიორგი, უმუშევარი – „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველო“; იჭარაული დევმან, უმუშევარი – „ეროვნული ფორუმი“.  (წყარო:http://kkpress.ge/index.php?do=fullmod%2Fnews&id=2305&mid=3)ვ

 

რადიო “თავისუფლება”: ხელისუფლებას ეთნიკურ უმცირესობათა ხმა მისწვდა

არასამთავრობო სექტორის ორგანიზებით სასტუმრო “ვერე-პალასში” გაიმართა შეხვედრა ეთნიკური უმცირესობებით დასახლებული სოფლებისა და ხელისუფლების წარმომადგენლებს შორის, რომელზეც   თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტიდანაც იყვნენ მონაწილეები და დურნუკის, სამშვილდისა და დაღეთის მოსახლეობის მიერ აქტუალურად მიჩნეული პრობლემები გაჟღერდა. გთავაზობთ რადიო “თავისუფლებას” მიერ გაკეთებულ რეპორტაჟს ამ შეხვედრიდან, რომლის მოსმენაც შეგიძლიათ ბმულზე:http://www.radiotavisupleba.ge/audio/audio/1129495.html

“ეთნიკური უმცირესობებით დასახლებული სოფლების წარმომადგენლებმა თბილისში ცენტრალური ხელისუფლების წარმომადგენლებს რეგიონში არსებული პრობლემები გააცნეს. არასამთავრობო ორგანიზაცია „რეგიონის განვითარების ცენტრის“ მიერ ორგანიზებულ შეხვედრაზე 21 სოფელში არსებულ იმ გადაუჭრელ საკითხებზე მსჯელობდნენ, რის თაობაზე ხელისუფლებისთვის ხმის მიწვდენაც ეთნიკურმა უმცირესობებმა აქამდე ვერ შეძლეს.

როგორც ორგანიზაცია „რეგიონალური განვითარების ცენტრის“ აღმასრულებელი დირექტორი ლიზა სოფრომაძე ამბობს, ენობრივი ბარიერისა და ძირითადად სოფლებსა და მუნიციპალიტეტებს შორის არსებული მანძილის გამო, ეთნიკური უმცირესობების სოფლის მცხოვრებთა პრობლემების მოგვარება ყოვნდება. ლიზა სოფრომაძის თქმით, მეტი დეცენტრალიზაციისა და სოფლის მოსახლეობის ინფორმირებულობის გაზრდა პრობლემების მოგვარების დაწყების გარანტი იქნებოდა:

„მიუხედავად იმისა, რომ ადგილობრივი ხელისუფლება ცდილობს შეხვდეს, გაერკვეს პრობლემებში, ცენტრალური ხელისუფელბა ნაკლებად ახერხებს ასეთი შეხვედრების ორგანიზებას. პრობლემები, რომლებიც სოფელს აქვს, სამწუხაროდ, მარტო ადგილობრივი ხელისუფლების ძალისხმევით ვერ წყდება და ძალიან ბევრი საკითხი ცენტრალური ხელისუფლების კომპეტენციაა“.

იმას, რომ ცენტრალურ ხელისუფლებასა და სოფლის მოსახლეობას შორის ინფორმაციის გაცვლის გარკვეული დეფიციტი მართლაც არსებობს, ადასტურებს მამუკა აბულაძე, რეგიონალური განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს დეპარტამენტის უფროსი. მისი თქმით, ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ კანონში შეტანილმა ცვლილებებმა კომუნიკაციის გამარტივებაც უნდა უზრუნველყოს:

„ამ მექანიზმების დახვეწაზე მუშაობის თვალსაზრისით, ჩვენთვის ძალიან საინტერესოა ამ კონფერენციის აზრი, თვითონ ეთნიკური უმცირესობების აზრი, რომ ჩვენ შემდგომში კანონპროექტში ავსახოთ უფრო სრულყოფილი ფორმები მოსახლეობასთან კომუნიკაციისა და უფრო მიზანმიმართულად იყოს სახელმწიფო სახსრები გამოყენებული მოსახლეობის პრობლემების გადასაწყვეტად“.

მამუკა აბულაძე გვიხსნის, თუ რა პრინციპით იღებს ინფორმაციას სამინისტრო სოფლის საჭიროებების შესახებ, რისთვისაც შემდეგ, სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში, ფინანსები გამოიყოფა. სოფლის რწმუნებული ატარებს სოფლის კრებას და ამ სოფლის კრების ოქმის საფუძველზე მიიღება მუნიციპალიტეტების რეკომენდაციით გადაწყვეტილება იმის თაობაზე, თუ კონკრეტულად სოფლის რა პრობლემა უნდა გადაწყდეს. ამ პროგრამით, წელს 50 მილიონი ლარი იხარჯება საქართველოს მასშტაბით. გარდა ამისა, არსებობს რეგიონალური პროექტების მხარდაჭერის პროგრამა, რომელიც წელს პირველ ეტაპზე 140 მილიონი ლარით ფინანსდება. ეს თანხა უფრო მსხვილი პროექტების დაფინანსებას ხმარდება. რეკომენდაციას ამ პრობლემათა მოგვარების თაობაზე სოფლის რწმუნებული იღებს, სოფლის მოსახლეობის გამოკითხვის შედეგად, და რეგიონალური ინფრასტრუქტურის სამინისტრო ამ მექანიზმის სრულყოფაზეც ფიქრობს.

მაგრამ ახალციხის მუნიციპალიტეტის სოფელ წყრუთის სათემო კავშირის თავმჯდომარის, ხაჩატურ ჩახოიანის თქმით, სოფელში არსებული მთავარი პრობლემის – სარწყავი სისტემის -მოგვარებას სამინისტროს ჩარევის გარეშე ვერ შეძლებენ:

„ახალციხის მუნიციპალიტეტში ეთნიკური კუთხით პრობლემა არ არსებობს, – იმავე პირობებში ცხოვრობენ ქართულ სოფლებშიც, – მაგრამ 21-ე საუკუნეში სასმელი წყალი არასაკმარისია, „ვედრებით“ ვეზიდებით, ბაგა-ბაღი საერთოდ არ არის, სკოლა გასული საუკუნის 40-იანი წლებშია აშენებული და თანამედროვე სტანდარტებს არ აკმაყოფილებს, ძირითადად – ჰიგიენურ-სანიტარულ სტანდარტებს“.

სოფელ იორმუღანლოს მკვიდრის კაზანფარ მამედოვის თქმით კი, ინფრასტრუქტურული პრობლემების შემდეგ, – მათ შორის, როგორიცაა გზის, სპორტული მოედნის ან სარწყავი სისტემის მშენებლობა, – მთავარ პრობლემად ენის შესწავლისა და, ზოგადად, განათლების მიღების პრობლემა რჩება და, მიუხედავად გარკვეული ღონისძიებებისა, რაც ქართული ენის შესწავლას უკავშირდებოდა, წინ საქმე არ წასულა:

„რეალურად არავინ დაინტერესებულა, რომ საქართველოში მცხოვრებმა ეთნიკურმა აზერბაიჯანელებმა ქართული ისწავლონ. ქართულის სწავლა და განათლების მიღება ერთმანეთში გვაქვს არეული, იმიტომ რომ დღეს იორმუღანლოში მასწავლებლების 70% ქართულენოვანია, რომელმაც აზერბაიჯანული არ იცის, ბავშვებმა კი ქართული არ იციან. გაკვეთილს რომ დაესწროთ, სასაცილოა, მაგრამ თან სატირალია. ჩვენთვის სატირალია. სასაცილოა, ალბათ, იმ ხალხისთვის, ვისაც ჩვენ ვეჯავრებით“.

ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენელთა თქმით, მათთვის პრობლემურია ასევე სოფლის საჭიროებებისთვის პრიორიტეტების მინიჭების საკითხიც, რადგან მწირი დაფინანსება რამდენიმე მოუგვარებელ საკითხს ერთდროულად ვერ სწვდება, ერთი კონკრეტულის შერჩევა კი ხშირად სოფლის მკვიდრთა შორის აზრთა სხვადასხვაობას იწვევს. ამ მხრივ, მათი თქმით, სპეციალური უნარებით აღჭურვაც სასარგებლო იქნებოდა.”

ავტორი ნინო ხარაძე


ბლოგის სტატისტიკა

  • 9,421 მნახველი
Follow თეთრიწყარო on WordPress.com

სტატიები

არქივი


Follow

Get every new post delivered to your Inbox.