კონტროლის პალატა ბეჟუაშვილის სუფრების ამბავს გამოიკვლევს

06.06.2012 კონტროლის პალატის ფინანსური მონიტორინგის სამსახურის განცხადება

“მიმდინარე წლის 5 ივნისს მედია საშუალებებში გავრცელდა ინფორმაცია თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის მაჟორიტარი დეპუტატის, დავით ბეჟუაშვილის მიერ ასურეთობის დღესასწაულთან დაკავშირებით მოსახლეობის სადღესასწაულო სუფრით გამასპინძლების შესახებ.

კონტროლის პალატის ფინანსური მონიტორინგის სამსახურის წინასწარი შეფასებით, აღნიშნული ფაქტის შესწავლა ექცევა მონიტორინგის მანდატის ფარგლებში. შესაბამისად, მონიტორინგის სამსახური გააგრძელებს ამ ფაქტთან დაკავშირებით გარემოებების გამოკვლევას და შედეგების თაობაზე ინფორმაციას დამატებით აცნობებს საზოგადოებას.

მონიტორინგის სამსახური ითანამშრომლებს ყველა დაინტერესებულ პირთან ამ ფაქტთან დაკავშირებით ინფორმაციის მიღებისა და დამუშავების პროცესში.”

http://www.control.ge/news/id/499

ამ თემაზე საინფორმაციო სააგენტოები იუწყებიან:

http://83.169.46.23/ka/rubrics/politics/11155-2012-06-06-14-48-15.html

http://pirweli.com.ge/?menuid=8&id=8032

http://www.ick.ge/ka/rubrics/politics/11155-2012-06-06-14-48-15.html

http://netgazeti.ge/GE/105/News/10172/

http://news.boom.ge/geo/12/20120606/1631677/

http://ghn.ge/news-68265.html :

“საპარლამენტო უმრავლესობის წევრები მიიჩნევენ, რომ თეთრიწყაროს მაჟორიტარი დეპუტატის დავით ბეჟუაშვილის მიერ მოსახლეობისთვის სუფრის გაშლის საკითხით, კონტროლის პალატა უნდა დაინტერესდეს.

საკითხი ეხება გავრცელებულ ინფორმაცის იმასთან დაკავშირებით, რომ თეთრიწყაროს რაიონის სოფელ ასურეთში ერთ-ერთი დღესასწაულის აღნიშვნაზე, დავით ბეჟუაშვილმა ადგილობრივებს რამდენიმე ათასლარიანი სუფრა გაუშალა.

იურიდიულ საკითხთა საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარე პავლე კუბლაშვილი თავად დარწმუნებულია, რომ ბეჟუაშვილს კანონი არ დაურღვევია. თუმცა, აქვე აცხადებს, რომ საკითხზე უფრო მეტი ინფორმაცია, ალბათ, კონტროლის პალატას უნდა მიეწოდოს, რათა კანონდარღვევის არსებობა ან არარსებობა დაადგინოს.
უმრავლესობის წევრის ლაშა თორდიას ინფორმაციით კი, ასურეთში გაშლილ სუფრასთან თავად ბეჟუაშვილი იყო დაპატიჟებული.

,,თუმცა, ვინაიდან კითხვის ნიშნები არსებობს კონტროლის პალატამ უნდა გამოიძიოს, პარლამენტის წევრმა გაწია თუ არა ფინანსური ხარჯები. საბოლოო ჯამში, რამდენად შეესაბამება სიმართლეს მედიის საშუალებით გავრცელებული ინფორმაცია, უწყება დაადგენს” – აღნიშნა თორდიამ ჟურნალისტებთან საუბარში.

ადგილობრივი მოსახლეობის ინფორმაციით, დავით ბეჟუაშვილს სუფრის გაშლა რამდენიმე ათასი ლარი დაუჯდა. თითო ოჯახიდან კი თითო ადამიანი იყო დაპატიჟებული. მათივე ინფორმაციით, მანამდე ბეჟუაშვილმა გიორგობის დღესასწაული ასურეთის გვერდით მდებარე სოფელ ენაგეთში ადგილობრივ მოსახლეობასთან ერთად აღნიშნა. ადგილობრივების ინფორმაციით, ფინანსური ხარჯები ამ შემთხვევაშიც დეპუტატმა გასწია.”

(ჯი–ეიჩ–ენი)

Advertisements

0 Responses to “კონტროლის პალატა ბეჟუაშვილის სუფრების ამბავს გამოიკვლევს”



  1. კომენტარის დატოვება

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out /  შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

Connecting to %s




ბლოგის სტატისტიკა

  • 17,019 მნახველი
Follow თეთრიწყარო on WordPress.com

სტატიები

არქივი

Advertisements

%d bloggers like this: