„ოცნებას კაცი არ მოუკლავს“

„ოცნების ასრულება აქციაზე მისვლის სანაცვლოდ“-„ქრონიკა“ ამ სიტყვებით გამოეხმაურა კონტროლის პალატის მიერ გუშინდელ გაკეთებულ განცხადებას. მასში  ,,ქართული ოცნების“ მიერ წინასაარჩევნოდ მოქალაქეებისათვის ბუკლეტების დარიგებაზეა საუბარი, რომლის დროსაც ამომრჩევლებს  მხარდაჭერის მიღების სანაცვლოდ, თავისი თხოვნის მატერიალიზებას სთავაზობენ.

„ქრონიკამ“  ვრცელი სიუჟეტი მიძღვნა ამ თემას და  ივანიშვილის ქუთაისელი ამომრჩევლის ყველაზე უცნაური სურვილიც გააცნო მაყურებელს.

„ოცნებას კაცი არ მოუკლავს და ამიტომ, ერთ-ერთმა ამომრჩეველმა აქციაზე მისვლის სანაცვლოდ, მონიკა ბელუჩის ნახვა მოინდომა“- აღნიშნა ჟურნალისტმა ჯო კოკერის „you can leave your hat on“-ის ფონზე და კიდევ ერთხელ შეგვახსენა ბელუჩის მომხიბვლელობის ამბავი.

გარდა ბიულეტენებით ამომრჩეველთა მოსყიდვისა, სიუჟეტში ისიც აღინიშნა, რომ ივანიშვილი სხვა გზებითაც ცდილობს, საპროტესტო აქციაზე რაც შეიძლება მეტი ადამიანი მიიყვანოს. საუბარია „გლობალ ტვ“-ის ანტენების  დამონტაჟებასა და ე.წ. 214 ერთეული მანქანის შესყიდვა-მომსახურების საქმეზე.

„მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანების შესახებ“ კანონის თანახმად, პარტიას ეკრძალება კანდიდატის, წარმომადგენლის ან სხვა პირის მეშვეობით, პირდაპირ ან არაპირდაპირ ამომრჩევლისთვის ფულადი სახსრების, საჩუქრებისა და სხვა მატერიალური ფასეულობათა გადაცემა. წინააღმდეგ შემთხვევაში, ასეთი ქმედება ისჯება თავისუფლების აღკვეთით სამ წლამდე, ან ჯარიმით.

„რა თქმა უნდა, ასეთ საქმეზე სისხლის სამართლის საქმე უნდა აღიძრას და, შესაბამისად, კონტროლის პალატაც უნდა დაინტერესდეს ამ ყველაფრით, რადგან, კოალიციის წევრებმა ისეთი ატმოსფერო შექმნეს, თითქოს მათ ავიწროვებენ და დევნიან. რეალურად კი, მათ პოლიტიკურ საქმიანობას ხელს არავინ უშლის“-ისაუბრა არასამთავრობო ორგანიზაცია ”სუფთა პოლიტიკის” თანათავმჯდომარემ  ნინო ლაპიაშვილმა სიუჟეტში.

„ქრონიკის“ ჟურნალისტმა ისიც აღნიშნა, რომ მოულოდნელად თინა ხიდაშელი საკუთარ აქტივისტებს გაემიჯნა.

„მისი თქმით ეს ახალგაზრდები კომენტარს კოალიციასთან შეუთანხმებლად აკეთებენ“- ამბობს ჟურნალისტი, თინა ხიდაშელი კი სპეციალურ პრესკინფერენციაზე სხვაგვარ განმარტებას აკეთებს:

„კონტროლის პალატამ თავისი მყისიერი განცხადებით დაადასტურა, რომ ეს „ქართული ოცნების“  წინააღმდეგ  მიზანმიმართული პროვოკაცია იყო. ორი ან სამი ახალგაზრდის განცხადების გამო კონტროლის პალატა ითხოვს, სისხლის სამართლის აღძვრას ამომრჩევლის მოსყიდვის მიზნით. ეს არის პირდაპირი დადასტურება იმ საბავშვო ბაღის, რაც საქართველოში სუფევს“- ამბობს თინა ხიდაშელი თავის კომენტარში.

ამომრჩევლის მოსყიდვის ბრალდებას კოალიციის პრესსპიკერიც გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ  არანაირი მნიშვნელოვანი მატერიალური ფასეულობების გადაცემის დაპირება იმ ბლანკზე არაა და რომ ეს აბსოლუტურად ყველამ კარგად იცის, მათ შორის მედიამაც.

მედია, კონკრეტულად  „ქრონიკის“ ჟურნალისტი  კი სიუჟეტის ბოლოს უკვე ნათქმავ სიტყვებს იმეორებს და ამტკიცებს, რომ „ოცნებას კაცი არ მოუკლავს, ივანიშვილის ამომრჩევლებს კი დასარიგებელი ჯერ კიდევ ბევრი აქვთ“.

„ივანიშვილის ამომრჩევლებს დასარიგებელი ბევრი აქვთ“, აი სხვა კანდიდატები კი ამ დროს, სოფლებში დადიან და ამომრჩენლებს  ბარაქიანი სუფრით უმასპირძლდებიან. თუმცა, რატომღაც ეს ამბავი „ქრონიკაში“ და სხვა მთავარ საინფორმაციო გამოშვევებებში ვერ ხვდება. „ქრონიკა“ დაახლოებით 5- წუთიან სიუჟეტში კონტროლის პალატის განცხადებას ეხმიანება და  კოალიციის მიერ ამომრჩევლის მოსყიდვის მცდელობას ამტკიცეს. ამ დროს კი  კონტროლის პალატის მიერვე გავრცელებულ მეორე განცხადებაზე არაფერს ამბობს, რომლის მიხედვით, თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის მაჟორიტარი დეპუტატის, დავით ბეჟუაშვილის მიერ „ასურეთობის“ დღესასწაულთან დაკავშირებით მოსახლეობის სადღესასწაულო სუფრით გამასპინძლების რამდენიმე ფაქტი დაფიქსირდა.

მართალია, კონტროლის პალატის წინასწარი შეფასებით, აღნიშნული ფაქტის შესწავლა  მონიტორინგის მანდატის ფარგლებში ექცევა და ჯერ გამოძიების ეტაპზეა, მაგრამ „ინფო 9“-ის  მიერ გავრცელებულ ვიდეოში (http://www.youtube.com/watch?v=OliXrrCI8hI&feature=player_embedded) კარგად ჩანს ამ ამბის რეალური მხარე.

„სოფლის მოსახლეობა აცხადებს, რომ „სმა-ჭამა“ წინასაარჩევნო კამპანიის ფარგლებში გაიმართა. შეურაცხყოფილი ასურეთელები იმასაც ყვებიან, თუ როგორ მოიწვიეს „მოპატიჟეებმა“ წინა დღეს მთელი სოფლის მოსახლეობა ბეჟუაშვილის პურმარილზე“- აღნიშნავს „ინფო9“.

მაგრამ, როგორც ჩანს „მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანების შესახებ“ კანონი მხოლოდ კონკრეტულად განაზღვრულ ადამიანებსა და პოლიტიკურ გაერთიანებებზე მოქმედებს.

„ქრონიკის“ ჟურნალისტი კი ისევ ჯიუტად ამტკიცებს, რომ „ოცნებას კაცი არ მოუკლავს, ივანიშვილის ამომრჩევლებს კი დასარიგებელი ჯერ კიდევ ბევრი აქვთ“

სოფო აფციაური,  

ჟურნალ “ლიბერალისთვის”

Advertisements

0 Responses to “„ოცნებას კაცი არ მოუკლავს“”



  1. კომენტარის დატოვება

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out /  შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

Connecting to %s




ბლოგის სტატისტიკა

  • 17,019 მნახველი
Follow თეთრიწყარო on WordPress.com

სტატიები

არქივი

Advertisements

%d bloggers like this: