“ნაციონალური მოძრაობის” მაჟორიტარობის კანდიდატი დავით ბეჟუაშვილი იქნება

“ნაციონალური მოძრაობის” თეთრიწყაროს რაიონის მაჟორიტარობის კანდიდატი სავარაუდოდ, კვლავ დავით ბეჟუაშვილი იქნება.

ამის შესახებ “ივერონს” პარლამენტის თავმჯდომარის ვიცე-სპიკერმა გიგი წერეთელმა განუცხადა.

მისი თქმით, პარტიას თეთრიწყაროს რაიონში დავით ბეჟუაშვილის გარდა, სხვა კანდიდატი ჯერ-ჯერობით არ ჰყავს და შესაბამისად, მოძრაობაში მის გარდა, ამ ეტაპზე სხვა კანდიდატურა არც განიხილება.

დავით ბეჟუაშვილი საქართველოს პარლამენტის წევრი სამჯერ იყო: 1999-2004, 2004-2008 წლებში და მოქმედ პარლამენტში.

ის თეთრიწყაროს რაიონის დაბა მანგლისიდან არის და საკანონმდებლო ორგანოში “ნაციონალური მოძრაობის” მაჟორიტარია.

http://www.iveroni.com.ge/2012-01-19-17-30-47/10206-qnacionaluri-modzraobisq-thethritsyaros-raionis-mazhoritarobis-kandidati-savaraudod-kvlav-davith-bezhuashvili-iqneba.html?lang=ka-GE

როგორც მოსახლეობაში საუბრობენ, საარჩევნო კამპანია ბეჟუაშვილმა 6 მაისს, გიორგობას, ს.ენაგეთში გაშლილი სუფრით დაიწყო, სადაც სოფლის თავკაცები დაპატიჟა, შემდეგ (20 მაისს) ანალოგიური სუფრა ს.ღოუბანში გაშალა. სუფრების გაშლის წინასაარჩევნო კამპანია შეწყდა ს.ასურეთში დიდი ქეიფის შემდეგ, რომლის ვიდეოჩანაწერი მედიაში გავრცელდა, რის შემდეგაც კონტროლის პალატა იძულებული გახდა, უკანასკნელ ფაქტზე მოკვლევა დაეწყო.

ბეჟუაშვილის დაფინანსებულად მოიხსენიებენ ბოლო თვეში მე–6 კლასელთა ექსკურსიას მთაწმინდის პარკში, იმ აბიტურიენტებისათვის, ვინც ტექნიკურ უნივერსიტეტში ჩააბარებს, სწავლის საფასურის გადახდის დაპირებას და მოსწავლეთა ჯგუფის დაგეგმილ დასვენებას ბათუმში.

 

Advertisements

0 Responses to ““ნაციონალური მოძრაობის” მაჟორიტარობის კანდიდატი დავით ბეჟუაშვილი იქნება”



  1. კომენტარის დატოვება

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out /  შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

Connecting to %s




ბლოგის სტატისტიკა

  • 17,019 მნახველი
Follow თეთრიწყარო on WordPress.com

სტატიები

არქივი

Advertisements

%d bloggers like this: