მალე გაზაფხული მოვა

ბევრი ფიქრისა და დუმილის შემდეგ პოლიტიკურად მიჩუმებული თეთრიწყაროც აღელდა, აბობოქრდა და მდორედ მიმავალი ცხოვრების მდინარემ კალაპოტი შეიცვალა. ყველაფერი კი იმით დაიწყო, რომ ქართული ოცნების აქტივისტებზე გაალამებული დავით ხაჩატურიანი, მუქარითა და რისხვით ქართული ოცნების ღობეებსა და ინვენტარს დაერია, შემდეგ ახტა–დახტა და პოლიციის 60-დღიან ბნელ დილეგში ჩახტა. ახლა კი ზის ”სომეხა” და ითვლის დღეებს როდის შესრულდება სამოცი, თუმცა ის, სინამდვილეში, არც ნაციონალებს გაუქეზებიათ და არც ყბადაღებული გასამჯელო მიუღია, უბრალოდ, ალალად, თავისი განწყობა ასე გამოხატა.

ჯერ სომეხას ”ტერაქტი” მთლიანად ჩამქრალი არ იყო და ნაღვერდალს თავგამოდებულნი სულს კიდევ უბერავდნენ ქართული ოცნებელები ნაპერწკლიდან კვლავ ცეცხლის დასანთებად, მხარდამჭერების გულის გასათბობად, რომ ნაციონალებმა ახალი შემოტევა დაიწყეს მთელი საქართველოს მაშტაბით, მრავალათასიანმა აქციებმა და ყრილობამ გაბერა და გაასივა ოპოზიციონერთა გულები. თითქოს ცამ იჭექა და მეხი გავარდა, 8 სექტემბერს სავარაუდოდ ელექტროსადენებიდან ცეცხლი გაუჩნდა ქ.თეთრიწყაროს ცენტრში ყოფილი უნივერმაღის შენობას, სადაც განთავსებული იყო თავად “ენერგო პრო ჯორჯიას” ოფისი, ამ შენობაშივე იყო განთავსებული თეთრიწყაროს #3 საარჩევნო უბანი და სხვა რამდენიმე ორგანიზაცია. როგორც გაირკვა, ღირებული არაფერი დამწვარა, მხოლოდ შენობის სახურავი და მეორე სართული დაზიანდა.

http://kutaisitoday.ge/?p=2962

ცეცხლის ალით განათებულ ქუჩებს მოაწყდნენ პოზიციონერებიც და ოპოზიციონერებიც, ლიდერებიც და ლიდერობის კანდიდატებიც. ოპერატიულად მუშაობდნენ სახანძრო, სამაშველო და სასწრაფო დახმარების ბრიგადები, ადგილზე თავი მოიყარა ადგილობრივმა პოლიციის სამსახურმა, ერთი სიტყვით აირ-დაირია მონასტერი და დაიწყო სიტუაციების სათავისოდ გამოყენების შანსების მოსინჯვა.

http://info9.ge/?l=G&m=1000&id=4248

ქართული ოცნების მაჟორიტარობის კანდიდატმა, შალვა ხაჭაპურიძემ არაოპერატიულობაში დასდო ბრალი ადგილობრივი თვითმართველობის წარმომადგენელს, შემდეგ უწყლო და გამოცარიელებული მაცივრების მქონე მოსახლეობა შეიბრალა და სთავაზობდა დავით ბეჟუაშვილის და მოსახლეობის მაცივრების შედარებას, ეს ბრალდება რომ უადგილო აღმოჩნდა შემდეგ ცალკე გასვლისკენ და საუბრისკენ მოუწოდებდა ბატონ გია მესტვირიშვილს, ხაჭაპურიძე ასევე პრეტენზიას გამოთქვამდა საარჩევნო სიების გადაადგილებასთან დაკავშირებით, ხანძრის ჩაქობამდე პოლემიკა კარგახანს გრძელდებოდა , საგონებელში ჩავარდნილი თვითმხილველები ხან ერთ გუნდს მიაწყდებოდნენ ხან–მეორეს.

http://www.ambebi.ge/semtxveva/60503-thethrotsyaros-raionshi-saarchevno-ubans-ceckhli-gauchnda.html

დასასრულს, ქართული ოცნების შტაბის უფროსმა მეგობრულად ჩამოართვა ხელი საკრებულოს თავმჯდომარე ბატონ გია მესტვირიშვილს. შორიდან მაყურებელს უმალ გაგახსენდებოდა მოხერხებული მეცხვარის ანდაზა – მარტის მიერ ნასესხები დღეების გასაყვანად ცხვარს კატა რომ დაუკიდა ჭერში, ასე სამი კვირა დარჩა და უკეთესის მომლოდინე ხალხიც გაზაფხულის მალე მოსვლის იმედით ელოდება პირველ ოქტომბერს:”მალე გაზაფხული მოვა”.

xandzari

ხანძარი ჩაქრა, დამწვარი შენობა დარჩა და კიდევ მრავალი პასუხგაუცემელი კითხვა თითოეული ამომრჩევლის გულში ქვეცნობიერად ღრნის გულს, თუ ვისი სასწორი გადასწონის, როგორი ”ამინდი” იქნება .

ნინო ბექაური, გაზეთი “თრიალეთის ექსპრესი”

რედაქტორის მინაწერი: ავტორს დაავიწყდა, რომ “დეპუტატობის კანდიდატის თქმით, მე-3 საარჩევნო უბანი ის უბანია, სადაც “ნაციონალური მოძრაობის” კანდიდატს, დავით ბეჟუაშვილს ყველაზე მეტად “უჭირს” და არსებობს ეჭვი, რომ ეს ხანძარი სწორედ მისი ორგანიზებით გაჩნდა.”

http://www.iveroni.com.ge/2012-01-19-17-30-47/17595-thethritsyaros-centrshi-khandzari-mdzvinvarebs.html?lang=ka-GE

Advertisements

0 Responses to “მალე გაზაფხული მოვა”



  1. კომენტარის დატოვება

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out /  შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

w

Connecting to %s




ბლოგის სტატისტიკა

  • 16,860 მნახველი
Follow თეთრიწყარო on WordPress.com

სტატიები

არქივი

Advertisements

%d bloggers like this: