„თეთრიწყაროს მაცნე“ #2, 06.02.2013

გაზეთ „თეთრიწყაროს მაცნე“-ს სტუმარია წარმატებული ექიმი, ყოფილი გინეკოლოგი მამუკა აბულაძე. რატომ ჩამოშორდა ბატონი მამუკა საყვარელ პროფესიას და გადაწყვიტა პოლიტიკაში ჩართვა, – ამ და სხვა საინტერესო საკითხებზე თავად მოგვიყვება.

დავიწყოთ იმითთუ რატომ გაგათავისუფლეს სამსახურიდან? 

შპს “ჯეოჰოსპიტალსმა”, რომელსაც თეთრწყაროში აშენებული ახალი საავადმყოფო ეკუთვნის, იქ დასაქმების საკითხის გადასაწყვეტად 2011 წლის დეკემბერში ადგილობრივ მედპერსონალს გასაუბრება ჩაგვიტარა. პირადად მე სპეციალობიდან ერთი კითხვაც არ დამისვეს, რაიონში ინტერნეტის მოწოდებაზე და ჩემთვის საინტერესო საიტებზე მკითხეს, რის გამოც დღემდე გაუგებარი დარჩა, რით შეაფასეს ჩემი პროფესიული კვალიფიკაცია. შესაძლოა, ეს იყო კიდეც მინიშნება სოციალურ ქსელებში ჩემს აქტივობაზე, სადაც ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკაში გამოჩენისთანავე შევქმენით მისი მხარდამჭერების ჯგუფი, და ჩემს ბლოგზე ყოფილი ხელისუფლების მიმართ კრიტიკული სტატიების გამოქვეყნებაზე. ორი კვირით ადრე საზოგადოებრივი მოძრაობა “ქართული ოცნების” დამფუძნებელ ყრილობაზეც ვიყავი მიწვეული, რასაც, ცხადია, უყურადღებოდ არ დატოვებდნენ. ამგვარად, გასაუბრებიდან მცირე ხნის შემდეგ, სტაციონარში მომუშავე ხუთი გინეკოლოგიდან ორი დატოვეს, ცხადია, ახსნა–განმარტებების გარეშე. თუმცა, ცოტა ხანში შტატები ისევ 2 ერთეულით გაზარდეს. აი ამგვარი ხრიკებით მოგვიცილეს ის ადამიანები, ვისაც თეთრიწყაროს საავადმყოფოს ზარ–ზეიმით გასახსნელად პრეზიდენტ სააკაშვილის ვიზიტისთვის, შესაძლოა, რაიმე ჩრდილი მიგვეყენებინა. თუ გავითვალისწინებთ, რომ ამას წინ უძღოდა სრულიად გაუგებარი მოთხოვნა, რომ დამეხურა ჩემი კერძო კაბინეტი, ეს პოლიტიკური შეხედულებების გამო დევნად შეიძლება მივიჩნიოთ.

რატომ გადაწყვიტეთ პროფესიული საქმიანობისათვის თავის დანებება და პოლიტიკაშიწასვლა? 

–გასული წლის გაზაფხულზე გაზეთმა “ქართული ოცნება” რამდენიმე ჩემი პუბლიკაცია დაბეჭდა. ახლადშექმნილი ოპოზიციური კოალიციის ხელმძღვანელი პირები დამიკავშირდნენ და შემომთავაზეს მაჟორიტარობის კანდიდატად კენჭი მეყარა. ვუპასუხე, რომ თანახმა ვიქნებოდი, თუ რაიონში ჩემზე უკეთეს კანდიდატურას ვერ შეარჩევდნენ, თუმცა, იქვე აღვუწერე ყველა სირთულე, რაც შეიძლება ამ პროცესს წინ დახვედროდა და გამარჯვების მისაღწევად აუცილებელი პირობებიც ვუთხარი. სამწუხაროდ, კოალიციამ ვერ შეასრულა ეს პირობები, მე კი ოჯახის რჩენის ერთადერთი წყაროს – კერძო კაბინეტის დახურვა მომიწია წინასაარჩევნო პერიოდში. შემოდგომაზე კაბინეტის ფართის გაქირავება დამჭირდა, თუმცა, მისი ხელახლა გახსნის ეფექტურობა ისედაც საეჭვო იყო.

რატომ არ შედგა თქვენსა და კოალიცია “ქართული ოცნების” თეთრიწყაროს შტაბისწევრებს შორის .წ. კოჰაბიტაციამოდი ვიყოთ გულახდილირატომ დაგიპირისპირდნენ?ვინ იყო ამ დაპირისპირების ორგანიზატორი? 

–კოალიციის მიმართ წაყენებული ერთ–ერთი პირობა, რომელიც, ჩემი აზრით, გამარჯვებისთვის აუცილებელი იყო, კანდიდატად დასახელებამდე საარჩევნო შტაბის არდაკომპლექტება იყო. იმ რეჟიმის პირობებში, სადაც ყველა ტელეფონი ისმინებოდა და კუდ–ის აგენტურა მიტინგზე გასულ ყველა მოქალაქეს აფიქსირებდა, აშინებდა ისეთ ადამიანებსაც კი, ვინც ე.წ. სოფლის ბირჟაზე ხელისუფლების მიმართ კრიტიკული აზრის გამოთქმას გაბედავდა, ცხადია, შტაბის დაკომპლექტება ისეთი ადამიანებით მსურდა, ვის მიმართაც ნდობა მექნებოდა. სამწუხაროდ, ასე არ მოხდა და უკვე შექმნილი შტაბის წევრების მხოლოდ ნაწილს ვიცნობდი, არც ისინი მიცნობდნენ, ნაცნობებს შორისაც სერიოზული უნდობლობა გვქონდა, რის გაღვივებასაც, გასაკვირი არაა, რომ მოწინააღმდეგე მხარე ყველანაირად ხელს შეუწყობდა. ამ უნდობლობით მშვენივრად ისარგებლა “ნაციონალურმა მოძრაობამ”, ბოროტი ენებით გაამძაფრა და დაპირისპირებამდე მიიყვანა იმ მიზნით, რომ ჩემი კანდიდატურა შეცვლილიყო, რასაც მიაღწიეს კიდეც. მათ აწყობდათ არაადგილობრივი კანდიდატი, რომელსაც ადვილად მოუგებდნენ არჩევნებს და საამისოდ მასობრივი გაყალბებები არ დასჭირდებოდათ, თუმცა ამ შემთხვევაშიც კი ვაი–ვაგლახით და გაჭირვებით “გაიმარჯვეს”.

როგორც ვიცი, ბატონ ბიძინას არ უნდოდა თქვენი შეცვლარატომ გადაწყვიტა მაინცასეთუმცა კანდიდატის ჩანაცვლების დროს პარტიულ სიაში შეყვანას დაგპირდათ,რატომ არ შეასრულა ეს დაპირება? 

–კანდიდატების შეცვლის პრეზენტაციიდან მეორე დღეს ბატონი ბიძინა ივანიშვილის ინიციატივით ჩვენს შორის ერთი–ერთზე შეხვედრა შედგა, რომლის დროსაც ჩვენ განვიხილეთ როგორც შექმნილი სიტუაცია, ასევე ის მიმართულებები, თუ რაში იქნებოდა პირადად ჩემი ძალისხმევა უფრო ეფექტური საერთო გამარჯვების მისაღწევად, და არა მხოლოდ ლოკალურად, თეთრიწყაროს საარჩევნო ოლქში. 1 ოქტომბერს ეს გამარჯვება შედგა და მეამაყება, რომ მასში ჩემი წვლილიც არის.

რაც შეეხება კოალიციის პარტიულ სიაში შეყვანას: ჩემთვის რომ თვითმიზანი არ იყო პარლამენტის წევრობა, ეს თავიდანვე იცოდნენ კოალიციაში და ბატონ ბიძინასაც დავუდასტურე. ზეცენტრალიზებული, ავტორიტარული ტიპის სახელმწიფოდან ევროპული ტიპის, დემოკრატიული და რეალურად მრავალპარტიული სისტემის მქონე ქვეყნამდე საქართველოს გარდაქმნის პროცესის შესახებ ჩემი ხედვები დაემთხვა ამჟამინდელი პრემიერ–მინისტრის შეხედულებებს, შესაბამისად, ამ რეფორმირების პროცესებში სად და როდისაა უფრო უპრიანი ჩემი ინტელექტისა და გამოცდილების გამოყენება, მისი გადასახედიდან უფრო ჩანს.

მაგრამ, ფაქტიურად, გამოდისრომ მის პოლიტიკას თქვენი კარიერა შესწირეთ,თუმცა,ამჟამად ისევ უმუშევარი დარჩით და რა სამომავლო გეგმები გაქვთარის რამემნიშვნელოვანი შემოთავაზებები?

არ ვნანობ, რომ დროებით ჩამოვშორდი ჩემთვის საყვარელ საქმიანობას. ვიდრე ჯანდაცვის სისტემის ძირფესვიანი რეფორმა არ ჩატარდება, მედიცინა გაჭირვებული ადამიანებისათვის ხელმისაწვდომი არ გახდება და ექიმის შრომა შესატყვისად არ დაფასდება, ეგებ ჯობდეს კიდეც… უსაქმოდ არ ვარ: მიწვეული ექსპერტის სახით ვმონაწილეობ სამუშაო ჯგუფში, სადაც ინტენსიურად მიმდინარეობს ერთ–ერთ კარდინალურ რეფორმაზე მუშაობა, რომელიც ადგილობრივი თვითმმართველობის სფეროში განხორციელდება და ჩვენი ქვეყნის პოლიტიკურ სისტემას ძირეულად შეცვლის. ხალხს გადაეცემა საკუთარი სოფლისა და ქალაქის, მუნიციპალიტეტისა და მხარის მართვის სრული უფლება, რომელიც მისთვის რეალურად არასოდეს მიუცია არც ერთ მთავრობას. დასახლებული პუნქტის დონეზე საზოგადოებრივი თვითმმართველობის მოწყობის მოდელზე მუშაობა თითქმის დავასრულეთ და მალე კანონპროექტის სახეს მივეცემთ, წლის ბოლომდე კი დეტალურად დავამუშავებთ ადგილობრივი თვითმმართველობის მოწყობის ყველა საკითხს, რაც 2014 წელს ადგილობრივი არჩევნების ახალ რეალობაში გამართვის საშუალებას მოგვცემს.

რამდენადაც ვიცი, თქვენ მიმართეთ ჯანდაცვის სამინისტროსყოფილ სამსახურშიაღსადგენადვინაიდან პოლიტიკური ნიშნით იყავით განთავისუფლებულირა პასუხიმიიღეთ?

–საპასუხო წერილში (#01/75712 03.12.2012), მოქმედი კანონმდებლობის –განმარტების შემდეგ, წერია: “სამწუხაროდ, თქვენი პრობლემის მოგვარება სცილდება საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროსათვის კანონმდებლობით მინიჭებული კომპეტენციის ფარგლებს. თუმცა, … საქართველოს მთავრობა აქტიურად მუშაობს ქვეყნის ჯანმრთელობის დაცვის სისტემის მოწყობის ახალ კონცეფციაზე, რომელიც ორიენტირებული იქნება როგორც პაციენტების, ასევე სამედიცინო პერსონალის უფლებების დაცვაზე, მათ შორის, კვალიფიციური კადრების მოზიდვასა და მათი დასაქმებისთვის ეფექტური გარანტიების შექმნაზე”. ჩემი მხრიდან დავამატებ, რომ სანამ მედიცინის მუშაკები არ შევქმნით ძლიერ პროფესიულ კავშირს, ყოველთვის იქნება კარგი სპეციალისტის სამუშაოდან დათხოვნის საფრთხე, დამსაქმებლის ერთპიროვნული უფლების გამო, სადაც პოლიტიკური შეხედულებების განსხვავებულობაც არ გამოირიცხება, როგორც ეს ჩემს შემთხვევაში იყო.

აპირებთ თუ არა ადგილობრივი თვითმართველობის არჩევნებში მონაწილეობას?

–დღევანდელი გადასახედიდან ეგ პერსპექტივა ძალზე ბუნდოვანია, წინასწარ ვერაფერს ვიტყვი.

და, ბოლოსძალიან საინტერესოა თქვენი შეხედულება და ანალიზი რაიონშიმიმდინარე პროცესების შესახებ.

ჩვენში ძლიერია სტერეოტიპი, რომელიც საქართველოს უახლესმა ისტორიამ დაამკვიდრა: ვინც ხელისუფლებაში მოდიოდა, სასწრაფოდ აკომპლექტებდა არამარტო ცენტრალურ, არამედ, ადგილობრივ თვითმმართველ ორგანოებსაც. ჩემთვის ემოციურად სრულიად გასაგებია, რომ მოსახლეობას აღარ სურს, რაიონის ხელისუფლებაში იხილოს ის ადამიანები, ვინც მათ წინასაარჩევნო პერიოდში დევნიდა და აშანტაჟებდა. „ნაცმოძრაობა“ კი ისევ ცდილობს პროცესების მართვას და თავის სასარგებლოდ გამოყენებას: მათი „მოენეები“ აგულიანებენ ხალხს, რისთვის იბრძოლეთ, არსად დაგნიშნესო. ფაქტია, გამგეობების შტურმები ახლანდელი ოპოზიციის პიარსტრატეგიის ნაწილია და მოსახლეობაც ამ პროცესში ისეა ჩართული, რომ თავადაც ვერ ხვდება. „ნაცმოძრაობა“ ამ ე.წ. ზეწოლას დოკუმენტურად ასახავს საერთაშორისო ასპარეზზე და ამ გზით ცდილობს ახალი მთავრობის დისკრედიტაცია მოახდინოს.

სოციალური ქსელებიდან ჩვენთვის ცნობილი გახდა იმ სეპარატული გარიგების შესახებ, რომელიც ადგილობრივ „ნაცმოძრაობასა“ და „თავისუფალი დემოკრატების“ ზოგიერთ წარმომადგენელს შორის წინასაახალწლოდ შედგა. ამ გარიგების მიხედვით, საკრებულოს თავმჯდომარისა და გამგებლის სკამები რაიონის პოლიტიკურ ასპარეზზე ახლადგამოჩენილ ადამიანებს უნდა დაეკავებინათ, ამჟამინდელ გამგებელს კი მოადგილეობას ჰპირდებოდნენ. რას ჰპირდებოდნენ საკრებულოს თავმჯდომარეს, არ ვიცი, შესაძლოა – ხელშეუხებლობას. ეს ხდებოდა იმ ადამიანების თვალსაზრისის უგულებელყოფით, ვინც „ნაცმოძრაობის“ პარპაშის წინააღმდეგ შარშან ხმის ამოღება და ბრძოლა გაბედა, განსხვავებით „თავისუფალი დემოკრატებისაგან“, რომლებიც მაშინ არსად ჩანდნენ ჩვენს რაიონში. ამით იანვარში გამგეობის წინ საპროტესტო აქციის ხელახალი პროვოცირება მოხდა.

გამოსავალი თვითმმართველობის ორგანოების ახალ არჩევნებშია, რომლებიც მომავალ წელსაა დაგეგმილი, და არა იმ ინტრიგებში, „ჩაწყობებსა“ და გარიგებებში, რაც ახლა ხდება. მე მოვუწოდებ თეთრწყაროელებს პოლიტიკური აქტივობის გაზრდისაკენ, საკუთარი შეხედულებების მიხედვით სხვადასხვა პარტიებში გაერთიანებისაკენ, რომ ჩვენ გვქონდეს მართლაც რეალური არჩევანის გაკეთების საშუალება მრავალპარტიულ საფუძველზე, და არა – „ცუდსა და უარესს შორის“, როგორც ეს ბოლო ათწლეულების მანძილზე ხდებოდა.

ესაუბრა ნინო ბექაური

Advertisements

0 Responses to “„თეთრიწყაროს მაცნე“ #2, 06.02.2013”



  1. კომენტარის დატოვება

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out /  შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

Connecting to %s




ბლოგის სტატისტიკა

  • 17,019 მნახველი
Follow თეთრიწყარო on WordPress.com

სტატიები

არქივი

Advertisements

%d bloggers like this: