თეთრიწყაროში 2 მილიონი ლარის ღირებულების 19 ინფრასტრუქტურული პროექტი ხორციელდება

შაბათი, 05 ოქტომბერი 2013 16:35

 

 

 

 

 

 

 

 

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა, დავით ნარმანიამ, თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის გამგებელთან ერთად, მუნიციპალიტეტში მიმდინარე ინფრასტრუქტურული სამუშაოები დაათვალიერა.
„თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან წელს 2 მილიონ ლარზე მეტი მიეცა. ეს თანხა რამდენიმე სოფელში წყალმომარაგების სისტემის მოწესრიგებასა და ქალაქ თეთრიწყაროში შიდა სარგებლობის მუნიციპალური გზების მშენებლობაზე იხარჯება. გზების ერთი ნაწილი უკვე დასრულებულია, კონტრაქტორები ახლა მეორე ნაწილზე მუშაობენ. დარჩენილია გვერდითა სამუშაოები, წყლის სისტემის მოწესრიგების ნაწილი, რაც უახლოეს დღეებში დამთავრდება,“ – განაცხადა დავით ნარმანიამ.
მინისტრის განმარტებით, სოფლების წყალმომარაგების სისტემებთან დაკავშირებული სამუშაოები მოგვიანებით დაიწყება და წლის ბოლომდე დასრულდება.
„თეთრიწყაროს ამ განაპირა ქუჩაზე არასდროს ყოფილა გზა და მოსახლეობა სულ იყო შეწუხებული უგზოობით, ტალახით, მოუწესრიგებელი სანიაღვრეებით. ახლა ეს ყველაფერი კეთდება,“ – განაცხადა თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის გამგებელმა, მამუკა ჩოქურმა, – „თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში ძალიან ბევრია ასეთი დაუგებელი ქუჩა და 2014 წლიდან მათ მოსაწესრიგებლად სამუშაოებიც ინტენსიურად დაიწყება. მომავალი წლისთვის, ასევე, დაგეგმილი გვაქვს სანიაღვრე და საკანალიზაციო სისტემების გამართვაც“.
რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან, 2013 წელს, თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში 19 ინფრასტრუქტურული პროექტი ხორციელდება.

წყარო:http://mrdi.gov.ge/ge/component/content/article/5-archive/1131-19-infrastructural-projects-worth-of-2-million-gel-are-being-implemented-in-tetritskaro-municipality.html

სიუჟეტი “იმედზე”:

http://www.imedi.ge/index.php?pg=nws&id=14824

553041_608434255861459_1859798360_n

 

Advertisements

0 Responses to “თეთრიწყაროში 2 მილიონი ლარის ღირებულების 19 ინფრასტრუქტურული პროექტი ხორციელდება”



  1. კომენტარის დატოვება

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out /  შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

w

Connecting to %s




ბლოგის სტატისტიკა

  • 16,860 მნახველი
Follow თეთრიწყარო on WordPress.com

სტატიები

არქივი

Advertisements

%d bloggers like this: