თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის გამგებელს მოსახლეობა ირჩევს

13 ივნისის 18 საათისათვის ბლოგის მიერ ჩატარებულ გამოკითხვაში მონაწილეობა მიიღო 156-მა ინტერნეტ-მომხმარებელმა, შედეგები:
№41 ბესიკ წიკლაურის (ქართული ოცნება) მხარდამჭერი 83 – (53%),
№5 გიორგი მესტვირიშვილის (ერთიანი ნაციონალური მოძრაობა) 27 მხარდამჭერი (17%),
№3 ბესიკ ყველაშვილს (ნინო ბურჯანაძე – ერთიანი ოპოზიცია) მხარი დაუჭირა 11-მა (7%),
№2 ჯუმბერ პაპაშვილს (ძალოვან ვეტერანთა და პატრიოტთა პოლიტიკური მოძრაობა) 2-მა(1%),
ეს კანდიდატები არ მოსწონს 33 მომხმარებელს (21%).

პირველი ორი კანდიდატის ბიოგრაფიები ასეთია:
ბესიკ წიკლაური დაიბადა 1974 წელს ქ.თბილისში, დაამთავრა ქ.თბილისის #60 საჯარო სკოლა, შემდეგ სწავლობდა საქართველოს ღია ჰუმანიტარული ინსტიტუტის ტურიზმის მართვისა და ორგანიზაციის ფაკულტეტზე, რომელიც 1995 წელს დაასრულა. 1998-2000 წლებში სწავლობდა თბილისის ივ. ჯავახიშვილის სახ. უნივერსიტეტის ეკონომიკის ფაკულტეტზე. 1998-2002 წლებში ეწეოდა ბიზნეს-საქმიანობას. 2002-2003 იყო პროექტის “სასოფლო სამეურნეო კვლევა, დანერგვა, კონსულტირება და სწავლების” ექსპერტი. 2007 წელს მუშაობდა შპს “ტრიუმფში” სადისტრიბუციო სამსახურის უფროსად, 2009-2010 წლებში შპს “ქარვასლაში” კონტროლისა და ანალიზის მენეჯერად, 2010-2013 წლებში შპს “ქარვასლა მენეჯმენტ თბილისის” სამეურნეო მენეჯერად.

გიორგი მესტვირიშვილი დაიბადა 1968 წელს ქ. თეთრიწყაროში, დაამთავრა ქ.თეთრიწყაროს #1 საშუალო სკოლა, შემდეგ – ქუთაისის პოლიტექნიკური ინსტიტუტი და თბილისის ივ.ჯავახიშვილის სახ. უნივერსიტეტი, ინჟინერ-ეკონომისტის სპეციალობით. 1998-2002 წლებში იყო თეთრიწყაროს რაიონის საკრებულოს თავმჯდომარე, 2002-2003 წლებში ქ.თეთრიწყაროს საკრებულოს წევრი, 2004-2010 წლებში – თეთრიწყაროს რაიონის გამგებელი, 2010-2014 წლებში – თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე.

გთავაზობთ KKPRESS-ის მიერ გამოქვეყნებულ მასალას, საიდანაც მკითხველი რამდენადმე შეძლებს კანდიდატთა წინასაარჩევნო პროგრამებზე შთაბეჭდილების შექმნას.

თეთრიწყაროს გამგებლობის კანდიდატებმა საარჩევნო პროგრამები წარადგინეს
07 ივნისი 2014
imggen თეთრიწყაროს რაიონის გამგებლობის კანდიდატებმა, თავიანთი წინასაარჩევნო პროგრამა საზოგადოებას სამოქალაქო განვითარების ქართულ-ბერძნული ფონდის „გეორგია-ელადას” ორგანიზებულ შეხვედრაზე გააცნეს.

„ ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” რაიონის გამგებლობის კანდიდატის, გიორგი მესტვირიშვილის თქმით, მისი გამარჯვების შემთხვევაში თეთრიწყაროში გაგრძელდება ყველა ამჟამად შეჩერებული პროექტი.

„ ჩემი გამარჯვების შემთხვევაში ყველა ის პროექტი გაგრძელდება, რომელიც დაწყებული იყო და 2012 წელს გაჩერდა. საუბარი მაქვს, როგორც გაზიფიცირების, ასევე წყლის და ინფრასტრუქტურის სხვა პროექტებზეც. ყურადღება მიექცევა რაიონში, ტურიზმის განვითარებასა და მოსახლეობის დასაქმებას.

ადგილობრივების ინფორმირების მიზნით კი თვეში ერთხელ გამოვცემთ ,,საინფორმაციო მაცნეს’, რომლის საშუალებითაც რაიონის მოსახლეობას დეტალურად მიეწოდება ინფორმაცია, ბიუჯეტის ხარჯვის შესახებ”, – საუბრობს მესტვირიშვილი.
წინასაარჩევნო გარემოს შესახებ კი ამბობს, რომ პარტიის რაიონულ ორანიზაციაზე იყო ზეწოლა, თუმცა დეტალებს არ აკონკრეტებს. აცხადებს, რომ მას არავისი და არაფრის ეშინია.

,, შედეგებს ვაჩვენებთ არჩევნებზე და გამოვლინდება ვის უფრო მეტი ინტელექტუალური პოტენციალი აქვს. ჩვენ გვყავს უამრავი მხარდამჭერი და ველოდებით არჩევნებს”,- დასძენს „ ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” რაიონის გამგებლობის კანდიდატი, გიორგი მესტვირიშვილი. გამარჯვების შემთხვევაში აცხადებს, რომ თვითმმაღთველობაში კადრები, მხოლოდ პროფესიონალიზმის ნიშნით შეირჩევიან.

მოსახლეობას სოციალური პრობლემების მოგვარებაში ხელშეწყობას ჰპირდება რაიონის გამგებლობის კანდიდატი „ნინო ბურჯანაძე – ერთიანი ოპოზიციიდან”, ბესიკ ყველაშვილი.

,, 17-წელია, ამ რაიონში ვარ და ზედმიწევნით კარგად ვიცი, თუ სად რა პრობლემაა. ჩემი სურვილია, არ იყოს არსად სიღარიბე და სიღატაკე. სოფლის მოსახლეობა, მოწყვეტილია ბევრ რამეს და მე ყველაფერს გავაკეთებ იმისთვის, რომ მათ ხელი შევუწყო ნებისმიერ წამოწყებასა და საქმიანობაში, რომლითაც მათ შემოსავალი გაუჩნდებათ.
მქონდა ბიზნესი და კარგად ვიცი, თუ როგორ უნდა დაიწყოს ადამიანმა მცირედით და ეტაპობრივად გახდეს წარმატებული. ურთიერთობები გვაქვს ინვესტორებთან და ჩვენი გამარჯვების შემთხვევაში ვიზრუნებთ სოფლად ფერმებისა და მცირე საწარმოების შექმნაზე.

ასევე, ჩემი გამარჯვების შემთხვევაში არცერთი კადრი სამსახურიდან დათხოვნილი არ იქნება. ამ შემთხვევაში მნიშვნელობა არ აქვს პარტიულობას, რადგან დროა, ერთხელ და სამუდამოდ დასრულდეს ქვეყანაში პარტიული ნიშნით სამსახურებში მიღებები”, – აცხადებს, „ნინო ბურჯანაძე – ერთიანი ოპოზიციის” თეთრიწყაროს გამგებლობის კანდიდატი, ბესიკ ყველაშვილი.
თეთრიწყაროს გამგებლობისთვის „საქართველოს ძალოვან ვეტარანთა და პატრიოტთა პოლიტიკური მოძრაობი”-დან ჯუმბერ პაპაშვილი იბრძოლებს.

„ ჩემი პრიორიტები ასეთია: რაიონში კანონის უზენაესობის დამკვიდრება და სამართლიანობის აღდგენა; სიტყვისა და თავისუფლების გამოხატვის გარანტიების დაცვა; სრულყოფილი ჯანდაცვისა და დასაქმების უფლება; ხალხსა და რაიონის ხელისუფლებას შორის, კომუნიკაციის აღდგენა, სამოქალაქო თანხმობის განმტკიცება; სამუშაო ადგილების შექმნა; ომის ვეტერანთა სოციალური რეაბილიტაცია; ეროვნული უმცირესობებისა და სხვადასხვა რელიგიური კონფესიების წარმომადგენლების, უფლებების დაცვა; აგრარული სექტორის განვითარებისათვის, გლეხებისათვის ხელშემწყობი პირობების შექმნა; საქართველოს მოქალაქეობის არ მქონე პირებზე, მიწის ყიდვის შეზღუდვა; რაიონის მოსახლეობის ყველანაირი საყოფაცხოვრებო და აუცილებელი პირობების შექმნა; სკოლებისა და საბავშვო ბაღების აშენება და კეთილმოწყობა; კულტურული ცხოვრების აღორძინება რაიონში”- აცხადებს „საქართველოს ძალოვან ვეტარანთა და პატრიოტთა პოლიტიკური მოძრაობი”-ს თეთრიწყაროს გამგებლობის კანდიდატი, ჯუმბერ პაპაშვილი.
შეხვედრას მოწვევის მიუხედავად არ დაესწრო, „ქართული ოცნების” თეთრიწყაროს გამგებლობის კანდიდატი, ბესიკ წიკლაური.

მედეა ჭკადუა
წყარო:http://kkpress.ge/index.php?do=fullmod%2Fnews&id=2394

Advertisements

0 Responses to “თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის გამგებელს მოსახლეობა ირჩევს”



  1. კომენტარის დატოვება

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out /  შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

Connecting to %s




ბლოგის სტატისტიკა

  • 17,019 მნახველი
Follow თეთრიწყარო on WordPress.com

სტატიები

არქივი

Advertisements

%d bloggers like this: