ძლიერმა სეტყვამ წალკის, თეთრიწყაროსა და ბოლნისის სოფლები დააზარალა


ძლიერმა სეტყვამ წალკისა და თეთრიწყაროს სოფლები დააზარალა. როგორც თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის პრესსამსახური იუწყება, სეტყვამ სოფლების სავარგულებზე რამდენიმესანტიმეტრიანი საფარი შექმნა. დიდია მიყენებული ზარალი.
“ძლიერმა სეტყვამ ჭივჭავის, ირაგისა და კლდეისის ტერიტორიული ორგანოს სოფლები სამღერეთი ალექსეევკა, დუმანისი, იფნარა და მენკალისი დააზარალა. განადგურებულია ნათესები, ხეხილის ბაღები, დახოცილია შინაური ფრინველები”, საუბრობს მუნიციპალიტეტის პრესმდივანი ანი მაქაცარია.
ძლიერმა სეტყვამ წალკის, თეთრიწყაროსა და ბოლნისის რაიონები სერიოზულად დააზარალამისი თქმით, თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის გამგებლის მოვალეობის შემსრულებელი მამუკა ჩოქური სტიქიით დაზარალებულ ყველა სოფელში ჩავიდა და შექმნილ მდგომარეობას ადგილზე გაეცნო. ჩოქურის განცხადებით, თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში შექმნილია საგანგებო კომისია, რომელიც ზარალს დაითვლის.
ასევე ზარალს ითვლიან წალკის რაიონშიც. ადგილობრივი მოსახლეობის თქმით, ლობიოსა და კარტოფილის ნათესები განადგურდა და საცხოვრებელი სახლები დაზიანდა. წალკელები დახმარებას ხელისუფლებას სთხოვენ. რაიონში უკვე მუშაობს ზარალის დამთვლელი კომისია. კომისიის წევრის, მამია თავართქილაძის თქმით, 20-მდე სახლს სახურავები შესაცვლელი აქვს.
“მოსახლეობამ 20 სახლის თაობაზე უკვე შემოიტანა განცხადება. დავდივართ და ვამოწმებთ, რა დონეზე დაზიანდა შენობები. დაითვლება ზარალი და, ალბათ, დავეხმარებით მათ”, ამბობს მამია თავართქილაძე.
წალკის რაიონი შარშანაც დაისეტყვა, ზარალის შედეგების აღმოსაფხვრელად კი ბიუჯეტიდან 400 000 ლარი გამოიყო.
უამინდობაა ბოლნისის რაიონშიც, სადაც ნახევარსაათიანმა ძლიერმა წვიმამ და ქარმა რამდენიმე ოჯახი დააზარალა. ნიაღვარი რამდენიმე ოჯახს შეუვარდა და სარდაფები წყლით გაივსო. ოჯახებმა დახმარებისთვის სამაშველო სამსახურს მიმართეს. მოსახლეობა სანიაღვრეების არარსებობას უჩივის.
“ჩვენი ძალებით გავჭერით სანიაღვრე არხი, წყალი იქ მიედინებოდა, მაგრამ ეს ნიაღვარი ვეღარ დაიტია, სახლებში შემოგვივარდა და სარდაფში ჩადგა. სახლს სისველისგან უკვე საძირკველი ენგრევა”, ამბობს ერთ-ერთი დაზარალებული ირმა დავაძე.
მოსახლეობის თქმით, სტიქიამ ბევრ სახლს სახურავი დაუზიანა. ზარალს სპეციალური კომისია ითვლის.

მანოლი ლილუაშვილი
– See more at: http://newsday.ge/index.php?newsid=6038#sthash.P7fy6YuB.dpuf

Advertisements

0 Responses to “ძლიერმა სეტყვამ წალკის, თეთრიწყაროსა და ბოლნისის სოფლები დააზარალა”



  1. კომენტარის დატოვება

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out /  შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

w

Connecting to %s




ბლოგის სტატისტიკა

  • 16,860 მნახველი
Follow თეთრიწყარო on WordPress.com

სტატიები

არქივი

Advertisements

%d bloggers like this: