თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის საკრებულოში 2/3-ზე მეტი მანდატი “ქართულმა ოცნებამ” მოიპოვა

თეთრიწყაროს #26 საარჩევნო ოლქის ამომრჩეველთა სიებში შეყვანილი 20.793 ამომრჩევლიდან 15 ივნისს ადგილობრივ არჩევნებზე მივიდა თითქმის ნახევარი – 10.077 (48,46%).

ყველაზე მეტმა თეთრწყაროელმა მმართველ პოლიტიკურ ძალას – კოალიცია „ქართულ ოცნებას“ დაუჭირა მხარი (5624 ამომრჩეველი, 57,62%), მეორე ადგილზე „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ გავიდა 2507 ხმით (25,69%), მესამეზე – ბლოკი „ნინო ბურჯანაძე-ქრისტიან-დემოკრატები“  928 ხმით (9,51%). დანარჩენმა სუბიექტებმა კენჭისყრაში მონაწილეთა ხმების 5%-ზე ნაკლები მიიღეს.

„საარჩევნო კოდექსის“ თანახმად, თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის საკრებულოში 10 მანდატი პროპორციული წესით მიიღო „ქართულმა ოცნებამ“ და მისი წარმომადგენლები იქნებიან: თედორაძე გოჩა, კენკებაშვილი ვასილ, სარიევი დავითი, იოსელიანი კლიმენტი (ჭაბუკა), მუხაშავრია ავთანდილ, წიკლაური ელგუჯა, დალაქიშვილი ზურაბ,  გაბიდაური ვაჟა, მელიქიშვილი გიორგი და იჭარაული დევმან. მაჟორიტარულ ოლქებში გაიმარჯვეს „ქართული ოცნების“ წარმომადგენლებმა: თამაზ აფციაურმა, გიორგი ჭელიძემ, ლევან ჩოჩქიანმა, სიმონ წიკლაურმა, რამაზ ჩომახაშვილმა, როლანდ ლიპარტელიანმა, ლერი ლონდარიძემ, რამაზ გულბანმა, გოჩა გოგიჩაიშვილმა, მერაბ ღაღეთაშვილმა, გიორგი ფიჩხულაშვილმა, ნიკა ქარქუზაშვილმა, გიორგი დავითაშვილმა, ირაკლი გუჯეჯიანმა, უჩა ჩარკვიანმა და ოთარ ლონდარიძემ. ამდენად, კოალიცია „ქართულ ოცნებას“ საკრებულოში უმრავლესობა – 26 დეპუტატი ჰყავს, ანუ 2/3-ზე მეტი, რაც მას მუნიციპალიტეტის გამგებლის გადაყენების საშუალებასაც კი აძლევს.

ოთხი მანდატი მოიპოვა „ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ“, რომელმაც საკრებულოში გაიყვანა თამარ დალაქიშვილი, ჯულიეტა დარჯანია, ირაკლი ბაჯიაშვილი და ნაირა ებრალიძე. გარდა ამისა, თეთრიწყაროს მაჟორიტარული ოლქი მოიგო ზურაბ წიკლაურმა, ხოლო დურნუკის – სვეტლანა ჯირაშვილმა. ამდენად, „ნაციონალურ მოძრაობას“ საკრებულოში 6 დეპუტატი ჰყავს, რაც მას ფრაქციის ჩამოყალიბების უფლებას აძლევს.

საკრებულოს წევრობის ერთი მანდატი, პროპორციული წესით,  მოიპოვა „ბურჯანაძე-ქრისტიან-დემოკრატებიდან“ ნუნუ  ნათობიძემ, ასევე საკრებულოს წევრები გახდნენ საინიციატივო ჯგუფების მიერ წარდგენილი მაჟორიტარები გურგენ სტეფანიანი და მერაბ გერლიანი, რომლებმაც დაღეთის და ორბეთის ოლქებში დამოუკიდებლად იყარეს კენჭი და მოუგეს არჩევნები როგორც „ქართული ოცნების“, ასევე „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლებს.

2010 წელს არჩეულ მუნიციპალიტეტის საკრებულოს უფლებამოსილება შეუწყდება ახალი საკრებულოს პირველი სხდომისას, რომელსაც მოიწვევს ცესკო არჩევნების საბოლოო შედეგების შეჯამებიდან 30 დღის ვადაში.

თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის საკრებულოს ყველა წევრს არჩევნებში გამარჯვებას ვულოცავთ!

 

gamgeoba

Advertisements

0 Responses to “თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის საკრებულოში 2/3-ზე მეტი მანდატი “ქართულმა ოცნებამ” მოიპოვა”



  1. კომენტარის დატოვება

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out /  შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

w

Connecting to %s




ბლოგის სტატისტიკა

  • 16,860 მნახველი
Follow თეთრიწყარო on WordPress.com

სტატიები

არქივი

Advertisements

%d bloggers like this: