თეთრიწყაროს საავადმყოფოს შენობას სახელმწიფო გამოისყიდის

rrucla_banner5თეთრიწყაროში საავადმყოფო 2012 წლის ოქტომბერში დაიხურა და უკვე მესამე წელია, სტაციონარულ სამედიცინო მომსახურებისთვის მოსახლეობა იძულებულია მარნეულის ან თბილისის კლინიკებს მიმართოს. “აიპრესმა” გამოაქვეყნა ინტერვიუ შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილესთან, საიდანაც ცნობილი გახდა, რომ ეს სიტუაცია შეიძლება შეიცვალოს – უკეთესობისკენ.

წყარო: http://ipress.ge/new/219-maghlmtiani-regionebshi-saavadmyofoebi-sakhelmtsifos-gankargulebashi-gadavida

როგორც “აიპრესისთვის” გახდა ცნობილი, სახელმწიფომ მაღალმთიან რეგიონებში არსებული სამედიცინო ცენტრები  კერძო კომპანიებისგან გამოისყიდა. რატომ მიიღო ხელისუფლებამ ეს გადაწყვეტილება,  რამდენი სამედიცინო ცენტრის გამოსყიდვა მოხდა და რა არის დაგეგმილი სამომავლოდ? “აიპრესის” კითხვებს ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე ზაზა სოფრომაძე პასუხობს:

„საქართველოს მთავრობის მიერ მიღებულია გადაწყვეტილება 9 რაიონში მოქმედ სამედიცინო ცენტრის გამოსყიდვაზე. დღეისთვის ყველა პროცედურა დამთავრებულია ოთხ რაიონში, ეს არის: ამბროლაური, ონი, ცაგერი და მესტია.საუბარია სადაზღვევო კომპანია „აისი ჯგუფის“ სამედიცინო ცენტრების გამოსყიდვაზე.

რაც შეეხება „ჯიპიაი“ ჰოლდინგისა და „ირაოს“ სამედიცინო ცენტრებს, რომელიც მდებარეობს თიანეთში, წალკაში, ყაზბეგში, თეთრიწყაროში და ბაკურიანში, გადაწყვეტილება აქაც მიღებულია, მაგრამ პროცედურები დამთავრებული არ არის. ეს საკითხი უახლოეს პერიოდში მოგვარდება.

_ ბატონო ზაზა, რა გახდა სახელმწიფოს მხრიდან ასეთი გადაწყვეტილების მიღების მიზეზი?

_ მიზეზი გახდა ის, რომ შენარჩუნებულიყო მაღალმთაინ რაიონებში სამედიცინო სერვისების სრული მოცულობა და უწყვეტობა. სადაზღვევო კომპანიებს რამდენიმე  წლის წინ გაფორმებული ხელშეკრულება ამ სერვისების შემცირების საშუალებას აძლევდა.  რადგან კერძო კომპანიებია, ბუნებრივია,  მოგებაზე იყვნენ ორიენტირებულები და არ იყვნენ დაინტერესებულები სერვისების სრული მოცულობით და შენარჩუნებით. იმისთვის, რომ მთიანი რეგიონების მოსახლეობა ამ პრობლების წინაშე არ დამდგარიყო, ასეთი გადაწყვეტილება მივიღეთ. ის თანხა, რაც სადაზღვევო კომანიებმა მიიღეს, პირველ რიგში იმ დავალიანების დასაფარად მიემართება, რაც კერძო სადაზღვევო კომპანიებს გააჩნიათ. ეს ყველაფერი სისტემის გაჯანსაღებას შეუწყობს ხელს.

_ ერთ-ერთ ინტერვიუში ჯანდაცვის მინისტრმა დავით სერგეენკომ განაცხადა, რომ კერძო სადაზღვევო კომპანიები გამოსასყიდ თანხას რეალურ ფასზე გაცილებით მეტს ითხოვდნენ. როგორ მოგვარდა ეს საკითხი?

_ მაღალმთიანებთან დაკავშირებით ეს სხვაგვარად გადაწყდა. უწყებათაშორისი კომისიის მიერ დადგენილი წესით შეფასდა მოძრავი და უძრავი ქონება. შეფასება განახორციელა სამხარაულის ეროვნულმა ცენტრმა  და ურთიერთშეთანხმების საფუძველზე, კიდევ უფრო დაბალ ფასში მოხდა გამოსყიდვა.

_ რა აქვს სახელმწიფოს პერსპექტივაში? რას გააკეთებს ის მაღალმთიან რეგიონებში სამედიცინო სერვისის გაუმჯობესების თვალსაზრისით?

_ ჯანდაცვის სამინისტროში არსებობს რეგიონული ჯანდაცვის ცენტრი, რომელიც ამ კლინიკების მართვას და შეუფერხებლად მუშაობას სწორედ აღნიშნული ცენტრი უზრუნველყოფს.

Advertisements

1 Response to “თეთრიწყაროს საავადმყოფოს შენობას სახელმწიფო გამოისყიდის”


  1. 1 რედაქტორი 20/02/2015, 17:11

    სახელმწიფო კერძო სადაზღვევო კომპანიებისგან კიდევ ოთხ რაიონულ საავადმყოფოს გამოისყიდის. საუბარია ყაზბეგის, წალკის, თეთრიწყაროსა და ბაკურიანის საავადმყოფოებზე. შესაბამისი საკითხი მთავრობის დღევანდელ სხდომაზე გადის. როგორც ჟურნალისტებს მთავრობის სხდომის დაწყებამდე ჯანდაცვის მინისტრმა განუცხადა, ეს არის მეორე და საბოლოო ეტაპი. ჯანდაცვის მინისტრის ინფორმაციით, დავალიანებებზე პასუხიმგებლები თავად სადაზღვევო კომპანიები არიან.

    “ჯანდაცვის სამინისტროდან სხდომაზე დღეს გადის ერთი საკითხი. ეს ეხება კერძო სადაზღვევო კომპანიებისგან ოთხი რაიონული საავადმყოფოს გამოსყიდვას. ეს გახლავთ მეორე და საბოლოო ეტაპი. როგორც იცით, ჯამში 12 რაიონული საავადმყოფო იყო კერძო კომპანიის მართვაში. მათ არ ჰქონდათ ვალდებულება, სრულად შეენარჩუნებინათ სამედიცინო სერვისები, რის გამოც რაიონების მოსახლეობას საფრთხე ექმნებოდა. ასევე არსებობდა მეორე ფაქტორი, კერძოდ, დიდი რაოდენობით დავალიანება საავადმყოფოს პერსონალის მიერ. ხანგრძლივი კონსულტაციების შემდეგ პირველ ეტაპზე 8 საავადმყოფოს გამოსყიდვა დასრულდა, ახლა მეორე ეტაპი მიმდინარეობს. ამით მიღწეული იქნება ამ რაიონებში სრული მასშტაბის სამედიცინო უზრუნველყოფა…გამოსყიდვის თანხის სრულად ჩარიცხვის შემდეგ მათ მიეცამეთ საშუალება, გაისტუმრონ დავალიანება. ეს ასეც მოხდა პირველ ეტაპზე”, – აღნიშნა სერგეენკომ.
    http://pirveliradio.ge/?newsid=42264


კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out /  შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

Connecting to %s




ბლოგის სტატისტიკა

  • 17,019 მნახველი
Follow თეთრიწყარო on WordPress.com

სტატიები

არქივი

Advertisements

%d bloggers like this: