თეთრიწყაროს მოსახლეობის პოლიტიკური ჩართულობისა და ინფორმირებულობის დონე

თეთრიწყაროს მუნიცპალიტეტის მოსახლეობის პრობლემების კვლევა ჩატარდა პროექტის „აქტიური საზოგადოება – გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობა“ ფარგლებში, არასამთავრობო ორგანიზაციის „საქართველოს სამოქალაქო საზოგადოების განვითარების ასოციაცია“ (ACSDG) მიერ აღმოსავლეთ-დასავლეთის მართვის ინსტიტუტის (EWMI) G-PAC პროგრამის ფინანსური მხარდაჭერით.

კვლევამ შეისწავლა: 1. მოსახლეობის ინფორმირებულობის დონე საკრებულოს საქმიანობის შესახებ; 2. ადგილობრივი მოსახლეობის პრობლემები; 3. მოსახლეობის ცნობიერების დონე სახელმწიფო სტრუქტურების კომპეტენციებში; 4. მოქალაქეების ინტერესი ადგილობრივ პროცესებში მონაწილეობისადმი.

კვლევაში მონაწილეობდნენ ხვადასხვა ასაკის ადამიანები. მამაკაცებზე მეტ სურვილს კვლევაში მონაწილეობისთვის გამოთქვამდნენ ქალბატონები – გამოკითხულთა 60% ქალია, 40% კი მამაკაცი. მნიშვნელოვანია, რომ მოქალაქეთა დიდი ნაწილი უარს აცხედებდა კვლევაში მონაწილეობაზე იმ მიზეზით, რომ თვლიდა, ამით გაანაწყენებდა ხელისუფლებას.

გამოკითხულთა ძალიან მცირედი ნაწილი თუ ყოფილა ჩართული რაიმე პროექტში. მათგან, ვინც ჩართული იყო, აღნიშნავს, რომ საკითხის განხილვის დროს მათი აზრი გაითვალისწინეს. გამოკითხულთა ის ნაწილი, რომელიც ჩართული იყო რაიმე პროექტში, უმეტესად მონაწილეობდა განხილვისა და განხორციელების ეტაპზე. მათგან, ვინც ჩართული იყო, ყველა ვერ ასახელებს იმ პროექტს, რომლის განხილვაშიც მონაწილეობდა და ამბობს, რომ ხელი მოაწერა ოქმს, რომელიც სოფლის გამგებელმა მიუტანა სახლში.

გამოკითხული მოქალაქეების დიდმა ნაწილმა არ იცის ვინ წარმოადგენს თავის თემს მუნიციპალიტეტის საკრებულოში. გამოკითხული მოსახლეობის ნახევარი (54%) არ იცნობს საკუთარი თემის მაჟორიტარს. პასუხები კითხვაზე „იცნობთ თუ არა თემის მაჟორიტარს“ – რესპონდენტს „დიახ“ პასუხის შემთხვევაში უნდა დაესახელებინა მაჟორიტარის გვარი.კვლევის შედეგად დადგინდა, რომ გამოკითხულთა 84%-ს არასოდეს განუხილავს თემის პრობლემები მაჟორიტართან. აღსანიშნავია, რომ სოფელ ჯორჯიაშვილში გამოკითხულ რესპონდენტთა შორის მხოლოდ ერთმა გასცა კითხვაზე დადებითი პასუხი.გამოკითხულ მოქალაქეთა ნაწილი ვერ ასახელებს, თუ ვის მისცა ხმა ადგილობრივ არჩევნებში (2010 წ.), მათ უჭირთ მუნიციპალიტეტის თვითმმართველობის ხელმძღვანელი პირების დასახელებაც. რესპონდენტთა 60%-ზე მეტი ვერც საკრებულოს თავმჯდომარეს ასახელებს და ვერც მუნიციპალიტეტის გამგებელს.კვლევის შედეგების თანახმად, მოქალაქეთა უდიდესმა უმრავლესობამ არ იცის, თუ რა საკითხებს განიხილავს საკრებულო, არ იცნობს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტს და უნდა, რომ ჰქონდეს მეტი ინფორმაცია ადგილობრივი თვითმმართველობის საქმიანობაზე. კვლევის შედეგად აღმოჩნდა, რომ მოსახლეობის მხოლოდ 5%-ს აქვს ინფორმაცია ადგილობრივი ბიუჯეტის შესახებ და 3 %-ს აქვს ინფორმაცია საკრებულოს მიერ განხილული საკითხების შესახებ. ამის საპირისპიროდ, გამოკითხულთა 92%-ს სურვილი აქვს მიიღოს მეტი ინფორმაცია საკრებულოს საქმიანობაზე.

კვლევამ აჩვენა, რომ მოქალაქეებმა არ იციან ვის/რომელ უწყებას უნდა მიმართონ თავის მიერ დასახელებული პრობლემების მოსაგვარებლად. მეტწილად ისინი ყველა პრობლემაზე პასუხისმგებელობას მუნიციპალიტეტის თვითმმართველობას აკისრებენ. მათ უდიდეს უმრავლესობას უჭირს საჯარო უწყებების კომპეტენციების განსაზღვრა.

სხვადასხვა დასახლებისთვის ინდივიდუალური, თუმცა მწვავე პრობლემების ჩამონათვალი ასე გამოიყურება: სპეციფიური პრობლემები: 1. ჯორჯიაშვილი – ეკლესიის მშენებლობა 2. ასურეთი – კულტურის სახლი; 3. მანგლისი – ბუნებრივი აირი და საკურორტო ინფრასტრუქტურა; 4. კოდა (დევნილები) – გზის უსაფრთხოება სკოლამდე; 27 5. ვაშლოვანი – ცენტრ. გზის ხელმისაწვდომობა და ტრანსპორტი – გარემოსდაცვითი პრობლემა; 6. ქ. თეთრიწყარო – ქალაქის იერსახეზე ზრუნვა, კულტურული და სპორტული ღონისძიებების სიმცირე, ახალგაზრდული ცენტრის არარსებობა, რეკრეაციული ზონის მოუწყობლობა; 7. წინწყარო – პირუტყვის გადასარეკი ტრასის სიახლოვე; 8. ხაიში – პირუტყვის გადასარეკი ტრასის სიახლოვე.   თვითმმართველობის მიერ დაგეგმილი/განხორციელებული საქმიანობა სრულად ვერ ფარავს მოსახლეობის საჭიროებებს. გამოცდილებამ აჩვენა, რომ ადგილობრივი საინფორმაციო საშუალების არარსებობა მნიშვნელოვანი ხელისშემშლელი ფაქტორია მუნიციპალიტეტში დაგეგმილი ინფრასტრუქტურული თუ სხვა სახის პროექტების თაობაზე ინფორმაციის გავრცელებისას.

კვლევაზე დაყრდნობით,სამწუხაროდ უნდა ითქვას,რომ მოსახლეობის ჩართულობა საჯარო მმართველობით პროცესებში საკმაოდ დაბალია,ასევე კვლევის შედეგების ანალიზმა სხვა მნიშვნელოვან საკითხებთან ერთად ცხადად აჩვენა, რომ თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის მმართველობის წინაშე მდგომ სხვა გამოწვევებს შორის გამორჩეულია ადგილობრივი ინფორმაციის გავრცელების საჭიროება.აქედან გამომდინარე, უპირველესყოვლისა, უმნიშვნელოვანესი იქნება შეიქმნას საინფორმაციო ცენტრი, რომელიც მოიპოვებს და მოსახლეობისთვის ხელმისაწვდომი ფორმით გაავრცელებს ადგილობრივ ინფორმაციას და ამავე დროს ადგილობრივი თვითმმართველობისა და მმართველობისთვის მოქალაქეების წინაშე ანგარიშვალდებულების საუკეთესო ინსტრუმენტად მოგვევლინება.

წყარო: თეთრიწყაროს მუნიცპალიტეტის მოსახლეობის პრობლემების კვლევა (ქ. თეთრიწყარო, 2013 წელი)

 

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილილის სახელმწიფო უნივერსიტეტის პოლიტიკის მეცნიერების მიმართულების მეოთხე კურსის სტუდენტები:

ანა აბესაძე

ხვიჩა ყაზაიშვილი

Advertisements

0 Responses to “თეთრიწყაროს მოსახლეობის პოლიტიკური ჩართულობისა და ინფორმირებულობის დონე”



  1. კომენტარის დატოვება

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out /  შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

Connecting to %s




ბლოგის სტატისტიკა

  • 17,019 მნახველი
Follow თეთრიწყარო on WordPress.com

სტატიები

არქივი

Advertisements

%d bloggers like this: