რელიგიური უმცირესობების უფლებების დაცვის საკითხი თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში

თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში მცხოვრებლებს კარგად მოეხსენებათ, რომ რელიგიური განსხვავებულობიდან გამომდინარე არსებული დაძაბულობა, ფაქტობრივად, შავ ლაქად დარჩა სოფელ წინწყაროს საზოგადოებრივი ცხოვრების ისტორიაში. ქვეყნის მასშტაბით ყურადღება მიიქცია არსებულმა პრობლემამ 2012 წლის ბოლოს, როცა უკიდურესად დაიძაბა სიტუაცია ადგილობრივ მოსახლეობას შორის. მაშინ წინწყაროში მცხოვრებ მუსლიმ ეკომიგრანტებს ადგილობრივი ქრისტიანები არ აძლევდნენ ლოცვის აღვლენის საშუალებას, თუმცა, იქნა მიღწეული შეთანხმება, რომლის მიხედვით, მუსლიმებს შეეძლოთ საკუთარი მრწამსის მიხედვით ღვთისმსახურების შესრულება, ოღონდ წინწყაროს სალოცავში გამართულ ლოცვაზე არ დაიშვებოდნენ სხვა სოფლებიდან ან რეგიონებიდან ჩამოსული მუსლიმები, გარდა რელიგიური დღესასწაულებისა და დაკრძალვებისა. ეს იყო კომპრომისული შეთანხმება, ერთი მხრივ ქრისტიანმა მოსახლეობამ დათმო და მისცა უფლება მუსლიმებს, აღევლინათ ლოცვა და, მეორე მხრივ, დათმეს მუსლიმებმა. თუმცა მუსლიმების მხრიდან დათმობა მაშინვე იქნა შეფასებული უფლებადამცველების მიერ, როგორც გადაადგილების თავისუფლების შეზღუდვად და გარკვეულწილად, რელიგიური თავისუფლების შეზღუდვადაც. თუმცა, გამომდინარე იქიდან, რომ მაშინდელი კონფლიქტის გამწვავება არავის სურდა და პარლამენტის წევრი ქუცნაშვილიც იყო ჩართული ამ მოლაპარაკებაში, ეს საკითხი საზოგადოების ყურადღების ცენტრიდან გაქრა. თუმცა, პრობლემა, გარკვეული სახით მაინც დარჩა. ასევე საყურადღებოა ის ფაქტი, რომ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში, სადაც თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში გაიმარჯვა ქართულმა ოცნებამ, ხოლო 4 წევრი „ნაციონალური მოძრაობის“ მხრიდან მოხვდა საკრებულოში, ერთი „ქრისტიან-დემოკრატები-ბურჯანაძე” ბლოკიდან და ორმა დამოუკიდებელმა კანდიდატმა პარტიების წარმომადგენლებს მოუგეს, მათგან არცერთი არაა მუსლიმი. გამოდის ისე, რომ მუნიციპალიტეტში არის მუსლიმი მოსახლეობა, თუმცა მათ არ ჰყავთ წარმომადგენელი ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოში. ამიტომ ჩნდება კითხვა, თუ ვინ უნდა დაიცვას მათი უფლებები? გამომდინარე იქიდან, რომ მსგავსი წარმომადგენლობა ჩვენთვის ახალია, ანუ წარმომადგენლობა უმცირესობის მიხედვითაც, როგორც ღირებულება და არა კერძო შემთხვევა გამონაკლისის სახით, ჩნდება შიში მუსლიმ მოსახლეობაში, რომ მათ უფლებებს არ დაიცავენ. თუმცა, ჩვენ გვაქვს და ვიცით ინფორმაცია დასავლური გამოცდილების შესახებ, სადაც წარმომადგენლობა არ გულისმობს მაინცა და მაინც ამა თუ იმ სოციალური, რასობრივი ან რელიგიური ჯგუფის წევრობას. ანუ, იმისათვის რომ მაჰმადიანთა უფლებები დაიცვა, არაა აუცილებელი იყო იგივე აღმსარებლობის, იმისათვის რომ დაიცვა ფერადკანიანთა უფლებები, არაა საჭირო იყო ფერადკანიანი, როგორც თეთრკანიანებს შეუძლიათ იცავენ ფერადკანიანების უფლებებს, ასევე ქრისტიანებს შეუძლიათ და უნდა დაიცვან მუსლიმთა უფლებები.

საჯარო წარმომადგელობა არ გულისხმობს იმათ წარმომადგენლობას, ვინც კონკრეტული პიროვნების მხარდამჭერი იყო, ის გულისხმობს სოფლის, თემის, საზოგადოების წარმომადგენლობას და მან თანაბრად უნდა დაიცვას საზოგადოებაში არსებული ჯგუფების უფლებები. თუ არჩეული პიროვნება ამას არ აკეთებს, იქ უნდა დადგეს მისი პასუხიმგებლობის საკითხი, გამომდინარე იქიდან, რომ არ ასრულებს საკუთარ მოვალეობებს. ამას გარდა, ჩვენს ქვეყანაში არსებობს ორგანიზაციები, ინტერეს ჯგუფები, სამთავრობო ინსტიტუტები, რომლებიც იცავენ რელიგიური უმცირესობების უფლებებს. თანამედროვე დემოკრატიული სახელმწიფო ნიშნავს არა მხოლოდ უმრავლების მმართველობის იდეას, არამედ მმართველობით პროცესში უმცირესობის პოზიციებისა და ინტერესების გათვალისწინებას. აქიდან გამომდინრე, უნდა იყოს საზოგადოებრივი მზაობა საზოგადოებრივი პრობლემების კონსესუსის გზით მოგვარებისა და ამაში კი დიდი როლი აქვს, როგორც სამთავრობო, ისე ჩვენი საზოგადოების სამოქალაქო ნაწილს. ამიტომ, საგანგაშოდ არ მიგვაჩნია ის ფაქტი, რომ თეთრიწყაროს საკრებულოში მუსლიმებს არ ჰყავთ საკუთარი წარმომადგენელი, და ვფიქრობთ, რომ ყველაზე დიდი ყურადღება უნდა იქნას გადატანილი არჩეული პირების მოქმედებებზე, რომ საზოგადოებამ შეძლოს და მათი საშუალებით დაიცვას მთლიანი საზოგადოების უფლებები, როგორც ცალკეული ინდივიდების, ასევე ჯგუფების.

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პოლიტიკის მეცნირების მიმართულების მეოთზე კურსის სტუდენტები:

ხვიჩა ყაზაიშვილი

სოფიკო აბაშიძე2

Advertisements

0 Responses to “რელიგიური უმცირესობების უფლებების დაცვის საკითხი თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში”



  1. კომენტარის დატოვება

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out /  შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

w

Connecting to %s




ბლოგის სტატისტიკა

  • 16,860 მნახველი
Follow თეთრიწყარო on WordPress.com

სტატიები

არქივი

Advertisements

%d bloggers like this: