ჩვენი თანამოქალაქეები – ეთნიკური უმცირესობები

1ეთნიკური ჯგუფი ისტორიულად ჩამოყალიბებული ადამიანთა მდგრადი ერთობაა, რომელიც არსებობს სხვა ქვეყნის ტერიტორიაზე და დანარჩენი მოსახლეობისგან   განსხვავდება ადათ-წესებით, ენით, კულტურითა და რელიგიით.

აფხაზები, ოსები, ქურთები, რუსები, ბერძნები, ებრაელები, აზერბაიჯანელები, სომხები, თურქები, ჩინელები, არაბები, ბოშები – ეს იმ ეთნიკური ჯგუფების არასრული ჩამონათვალია, რომლებიც საქართველოში ცხოვრობენ. სახელმწიფოს პოზიტიურ ვალდებულებათა შორის განსაკუთრებით უნდა გამოვყოთ მისი ვალდებულება, ქვეყნის ყველა მოქალაქეს შეუქმნას განვითარების თანაბარი პირობები.

თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტი მოიცავს რამდენიმე სოფელს, რომელიც ეთნიკური უმცირესობებით – სომხებითა და აზერბაიჯანელებით არის დასახლებული. აღნიშნულ ჯგუფებში არსებობს ბევრი პრობლემა,რომელიც გადასაჭრელია და რეაგირებას საჭიროებს. თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში წინა ხელისუფლებამ, რაიმე წინასწარი შემზადების გარეშე, უცებ დახურა ქ.თეთრიწყაროში რუსული სკოლა, თუმცა შეინარჩუნა სომხური სკოლა ს.სამშვილდეში და აზერბაიჯანული სკოლა ს.ქოსალარში.

შესაძლებელია საუბარი იმ საკითხებზე, რის თაობაზეც ხელისუფლებისთვის ხმის მიწვდენა ეთნიკურმა უმცირესობებმა აქამდე ვერ შეძლეს.პრობლემებს შორის შეიძლება დასახელდეს დეცენტრალიზაციის პრობელემა და ერთ-ერთი უმთავრესი – ენობრივი ბარიერი. ეს დაკავშირებულია სახელმწიფო ენის არასაკმარის სწავლებასთან არაქართულ სკოლებში. აღნიშნული პრობლემა განსაკუთრებით მწვავედ დგას ეთნიკური უმცირესობებით მჭიდროდ დასახლებულ რაიონებში. სახელმწიფო (ქართული) ენის არცოდნა ხელს უშლის  სრულფასოვანი ინტეგრაცია მოახდინონ ქართულ საზოგადოებაში და ხდება მათი არაპირდაპირი დისკრიმინაცია იმ გაგებით, რომ ისინი მოკლებულნი არიან შანსს, უფრო აქტიური მონაწილეობა მიიღონ საზოგადოებრივ საქმიანობაში.

სახელმწიფო ენის არცოდნის გამო ძნელდება მათი ურთიერთობა სახელმწიფო ორგანოებთან. გარდა ამისა,სახელმწიფო ენის არ ცოდნა ქართველებში წარმოშობს  ეჭვს, რომ ეროვნული უმცირესობები ლოიალურნი არ არიან სახელმწიფოს მიმართ.  ყოველივე ეს იწვევს იზოლაციას, რის შედეგადაც ეროვნული უმცირესობები არ არიან ინფორმირებულნი საქართველოში მინდინარე პროცესების შესახებ. უცხოურ (რუსულ, სომხურ, აზერბაიჯანულ, თურქულ) საინფორმაციო საშუალებებზე დამოკიდებულების გამო ისინი ფაქტობრივად სხვა ქვეყნის საინფორმაციო სივრცის ნაწილი არიან. ზოგიერთ შემთხვევაში უცხოური მედიის მიერ საქართველოში მიმდინარე პროცესების ტენდენციური გაშუქება ეროვნულ უმცირესობებსა და სახელმწიფოს შორის ურთიერთობაში პრობლემებსაც წარმოშობს.

მიუხედავად იმისა, რომ ადგილობრივი ხელისუფლება ცდილობს შეხვდეს, გაერკვეს პრობლემებში, ცენტრალური ხელისუფელება ნაკლებად ახერხებს ასეთი შეხვედრების ორგანიზებას. პრობლემები, რომლებიც სოფელს აქვს, სამწუხაროდ, მარტო ადგილობრივი ხელისუფლების ძალისხმევით ვერ წყდება და ძალიან ბევრი საკითხი ცენტრალური ხელისუფლების კომპეტენციაა.

მნიშვნელოვანია, რომ სახელმწიფომ, უპირველეს ყოვლისა,  სიფრთხილით შეიმუშავოს ბალანსირებული, სწორად დაგეგმილი პოლიტიკა და ამის შემდგომ მოიყვანოს სისრულეში.  რაღა თქმა უნდა, უმცირესობების წარმომადგენელებს  აუცილებლად უნდა მიეცეთ მშობლიურ ენაზე განათლების მიღების შესაძლებლობა, თუმცაღა არსებული ვითარების გათვალისწინებით, ვფიქრობ, სასურველია, სახელმწიფომ წაახალისოს მათთვის ქართული ენის სწავლება.ქვეყანამ არ უნდა დაუშვას, რომ ენობრივმა ბარიერმა გამოიწვიოს ეთნიკური უმცირესობების გაუცხოება, გარიყვა საზოგადოების დანარჩენი ნაწილისაგან და მათში დაუცველობის შეგრძნების გაჩენა; ამასთანავე, სახელმწიფომ ერთგვარად მფარველობა უნდა გაუწიოს უმცირესობათა ენებს და ამ ენებზე მოსაუბრე ადამიანების ირგვლივ შექმნილი ინფორმაციული ვაკუუმი აღმოფხვრას. სახელმწიფოს პოლიტიკური ელიტის რაციონალურობას, საზოგადოების, მასმედიის ჩართულობას ამ საკითხის მიმართ დაბალანსებული საჯარო პოლიტიკის შემუშავებაში  წამყვანი, სასიცოცხლო  მნიშვნელობა ენიჭება. ქვეყნის ახლა უკვე ახალმა მმართველმა პოლიტიკურმა გუნდმა საზოგადოების ფართო ფენებს, სხვადასხვა ინტერეს ჯგუფებს უმცირესობების შესახებ  პოლიტიკის დაგეგმვის პროცესში მონაწილეობის საშუალება უნდა მისცეს და გაითვალისწინოს ჩვენს ქვეყანაში მცხოვრები ეთნიკური ჯგუფების საგანმანათლებლო პრობლემები.
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პოლიტიკის მეცნიერების მიმართულების მეოთხე კურსის სტუდენტები: სოფიკო აბაშიძე, ხვიჩა ყაზაიშვილი

Advertisements

0 Responses to “ჩვენი თანამოქალაქეები – ეთნიკური უმცირესობები”



  1. კომენტარის დატოვება

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out /  შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

Connecting to %s




ბლოგის სტატისტიკა

  • 17,019 მნახველი
Follow თეთრიწყარო on WordPress.com

სტატიები

არქივი

Advertisements

%d bloggers like this: