თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის 47 დასახლება მაღალმთიანის სტატუსს მიიღებს

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მიერ მთის განვითარების ეროვნული საბჭოსათვის 2015 წლის 14 დეკემბერს წარდგენილ მაღალმთიან დასახლებათა ნუსხის პროექტში შეტანილია თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის 47 დასახლება: დაბა მანგლისი და სოფლები ზირბითი, ახალსოფელი, საფუძვრები, გოხნარი, პატარა თონეთი, დიდი თონეთი, ცხრაკუდაანი, მოხისი, ნავთიანი, მენკალისი, ივანოვკა, დიდი კლდეისი, პატარა კლდეისი, ალგეთი, ამლივი, ღვევი, ვანათი, დრე, ღოლოვანი, ორბეთი, პანტიანი, ახალი ირბითი, პირველი შამთა, მეორე შამთა, წვერი, წყლულეთი, დიდგორი, არხოტი, ზემო ჭინჭრიანი, ქვემო ჭინჭრიანი, ჯვრისხევი, კოდის წყარო, შეხვეტილა, დიდი ნამტვრიანი, პატარა ნამტვრიანი, ნაპილნარი, უგუდეთი, ვაკე, ქსოვრეთი, ქვემო ახალშენი,ზემო ახალშენი, იფნარა, ლიპა, ჯვარა, არდისუბანი, შიხილო. მათგან 6 სოფელში მოსახლეობა უკვე აღარ არის, მაგრამ თუ ვინმე მომავალში დასახლდა, ან საწარმო ამუშავდა, მიიღებს „მაღალმთიანი რეგიონების განვითარების შესახებ“ საქართველოს კანონის მიხედვით გათვალისწინებულ შეღავათებს.

აქამდე არსებული 1999 წლის 8 ივნისის კანონის „მაღალმთიანი რეგიონების სოციალურ-ეკონომიკური და კულტურული განვითარების შესახებ“ დანართით ასეთი სტატუსი არ ჰქონდა 17 დასახლებას: დაბა მანგლისი, ალგეთი,  ამლივი, ღვევი, ვანათი, ღოლოვანი, წვერი, წყლულეთი, ვაკე, ქსოვრეთი, ქვემო ახალშენი, ზემო ახალშენი, იფნარა, ლიპა, არდისუბანი, შიხილო და აბრამეთი. ძველი კანონის დანართში არსებული  დასახლებები: დიდი ირაგა, პატარა ირაგა, ჯიგრაშენი და ჭივჭავი არ აკმაყოფილებს მთის განვითარების ეროვნული საბჭოს მიერ მაღალმთიანი დასახლებების შეფასებისათვის შემუშავებულ კრიტერიუმებს და ნუსხაში არ არის  შეტანილი.  თუმცა,  „მაღალმთიანი რეგიონების განვითარების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის მე-4 პუნქტის მიხედვით, მაღალმთიან დასახლებათა ნუსხაში მათი შეტანის მიზანშეწონილობის საკითხის განსახილველად მთის განვითარების ეროვნულ საბჭოს, დასაბუთებული შუამდგომლობით, შეუძლია მიმართოს თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტმა და ქვემო ქართლის სახელმწიფო რწმუნებულმა – გუბერნატორმა.

მაღალმთიანი დასახლების სტატუსი დასახლებებს მიენიჭებათ მთავრობის დადგენილებით, ამის შემდეგ იქ მცხოვრებ მოქალაქეებს სტატუსს მიანიჭებს მუნიციპალიტეტის გამგებელი, „მაღალმთიან დასახლებაში მუდმივად მცხოვრები პირის სტატუსის მინიჭების, შეწყვეტის, შეჩერებისა და აღდგენის წესის“ მიხედვით, რომელიც 29 ნოემბერს #591 დადგენილებით დაამტკიცა საქართველოს მთავრობამ.

„მაღალმთიანი რეგიონების განვითარების შესახებ“ საქართველოს კანონი რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრომ შეიმუშავა, პარლამენტმა ის 2015 წლის 16 ივლისს მიიღო და ძალაში 2016 წლის 1 იანვრიდან შევა. ამ კანონით განისაზღვრა სოციალური შეღავათები, რომლითაც ისარგებლებენ საქართველოს მოქალაქეები მაღალმთიან დასახლებებში.

კანონის შესაბამისად, 2016 წლის 1 სექტემბრიდან მაღალმთიან დასახლებაში მუდმივად მცხოვრებ პენსიონერებს სოციალური დახმარების სახით,  ყოველთვიურად მიეცემათ დამატებითი თანხა – სახელმწიფო პენსიის არანაკლებ 20 პროცენტის ოდენობით. ასევე, სოციალური პაკეტის მიმღებ პირებს მიეცემათ ყოველთვიური დანამატი მათთვის გათვალისწინებული სოციალური პაკეტის 20 პროცენტის ოდენობით.

მაღალმთიან დასახლებაში მდებარე, სახელმწიფოს წილობრივი მონაწილეობით დაფუძნებული და მის მართვაში არსებულ სამედიცინო დაწესებულებაში დასაქმებული სამედიცინო პერსონალი, რომელთა შრომის ანაზღაურება ხორციელდება სახელმწიფო ბიუჯეტიდან, 2016 წლის 1 სექტემბრიდან მიიღებენ ყოველთვიურ დანამატს: ექიმები – სახელმწიფო პენსიის ორმაგი ოდენობით და  ექთნები – სახელმწიფო პენსიის ოდენობით.

კანონით გათვალისწინებულია მაღალმთიანი დასახლებებში 2016 წლის შემოდგომიდან მოსახლეობის გათბობის უზრუნველყოფის ხელშეწყობის მიზნით ღონისძიებების განხორციელება ზამთრის პერიოდში (15 ოქტომბრიდან მომდევნო წლის 15 აპრილის ჩათვლით), რომლის თაობაზეც საქართველოს მთავრობა მიიღებს შესაბამის დადგენილებას. 2017 წლის 1 იანვრიდან სახელმწიფო უზრუნველყოფს მაღალმთიან დასახლებაში საყოფაცხოვრებო მომხმარებლების მიერ მოხმარებული ელექტროენერგიის ყოველთვიური გადასახადის 50 პროცენტის ანაზღაურებას, მაგრამ არაუმეტეს 100 კვტ.სთ ელექტროენერგიისათვის გადასახდელი საფასურის ოდენობით. მაღალმთიან დასახლებებში სპორტის სფეროში დასაქმებული მწვრთნელებისთვის ფინანსური დახმარების გაწევის და სპორტის განვითარების ხელშეწყობის მიზნით საქართველოს მთავრობა შეიმუშავებს და დაამტკიცებს შესაბამის სახელმწიფო პროგრამას.

2016 წლის 1 იანვრიდან კანონის ძალაში შესვლის შემდეგ დაბადებული თითოეული ბავშვისათვის, რომლის მშობლები არიან მაღალმთიან დასახლებაში მუდმივად მცხოვრებნი, სახელმწიფო გასცემს ყოველთვიურ ფულად დახმარებას პირველი ბავშვისა და მეორე ბავშვისათვის 1 წლის განმავლობაში ყოველთვიურად არანაკლებ 100 ლარის, მესამე და ყოველი შემდგომი ბავშვისათვის – 2 წლის განმავლობაში არანაკლებ 200 ლარის ოდენობით.

2016 წლის 1 სექტემბრიდან მაღალმთიან დასახლებაში მდებარე ზოგადსაგანმანათლებო დაწესებულების მასწავლებლები მიიღებენ დანამატს საჯარო სკოლის მასწავლებელთა საბაზო თანამდებობრივი სარგოს არანაკლებ 35 პროცენტის ოდენობით, სახელმწიფოს მიერ დაფუძნებული პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულების მასწავლებლები მიიღებენ დანამატს მათი შრომის ანაზღაურების არანაკლებ 35 პროცენტის ოდენობით, ხოლო განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს, ან მის სისტემაში შემავალი ადმინისტრაციული ორგანოების მიერ განსაზღვრულ შესაბამის პროგრამებში (მაგ. „ასწავლე და ისწავლე საქართველოსთან ერთად“) მონაწილე მასწავლებლებისათვის, რომლებიც პროგრამის ფარგლებში დასაქმებულნი არიან მაღალმთიან დასახლებაში მდებარე ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში, გათვალისწინებულია დანამატის გაცემა შრომის ანაზღაურების არანაკლებ 50 პროცენტის ოდენობით.

მაღალმთიან დასახლებაში მდებარე საჯარო სკოლის, მრავალსექტორიანი საჯარო სკოლის მოსწავლისათვის, პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულების სტუდენტისათვის ვაუჩერის ოდენობა გაიზრდება.

გარდა ამისა, მაღალმთიან დასახლებებში მუდმივად მცხოვრებები ისარგებლებენ საშემოსავლო და ქონების გადასახადებში საგადასახადო შეღავათებით. შეღავათები გათვალისწინებულია საგადასახადო კოდექსით საწარმოსა და მეწარმე ფიზიკური პირისათვის, რაც ნიშნავს საშემოსავლო, მოგებისა და ქონების გადასახადებისაგან გათავისუფლებას 10 წლის ვადით. ამასთან, გადასახადებისაგან გათავისუფლება მეწარმე ფიზიკური პირებისა და საწარმოებისათვის დაკავშირებული იქნება „მაღალმთიანი დასახლების საწარმოს“ სტატუსის მოპოვებასთან.  ასეთ სტატუსს მიანიჭებს საქართველოს მთავრობა.დვალთა

Advertisements

1 Response to “თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის 47 დასახლება მაღალმთიანის სტატუსს მიიღებს”


  1. 1 ucnobi 15/12/2015, 07:15

    mangliss agirson bunebrivi gazi yvelafers eg jobia


კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out /  შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

w

Connecting to %s




ბლოგის სტატისტიკა

  • 16,860 მნახველი
Follow თეთრიწყარო on WordPress.com

სტატიები

არქივი

Advertisements

%d bloggers like this: