ხელისუფლება მოქალაქეებთან ერთად დაგეგმავს ქალაქ თეთრიწყაროს განვითარებას

თწ
osgf logo
GC_logo

2016 წელს ქალაქ თეთრიწყაროს დაარსებიდან 200 წელი უსრულდება.  შუა საუკუნეების ნასოფლარის – გარისის ტერიტორიაზე, 1816 წელს ქართველ გრენადერთა პოლკის განთავსების შემდეგ განვითარდა სამხედრო დაბა. რუსეთის იმპერიის სამხედრო უწყებამ მას „Белый Ключ“ უწოდა. 1930 წლიდან დაბამ რაიონის ადმინისტრაციული ცენტრის ფუნქცია შეიძინა, 1940 წლის 9 ოქტომბერს მას, ქართული თარგმანით, „თეთრიწყარო“ დაერქვა.

თეთრიწყაროთეთრიწყარომ ქალაქის სტატუსი 1966 წელს მიიღო, როცა მისმა მოსახლეობამ 10.000 მცხოვრებს გადააჭარბა. საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ ქალაქმა სამხედრო დასახლების ფუნქცია დაკარგა, განადგურდა ადგილობრივი წარმოება, მოსახლეობისგან დაცლა დაიწყო და, 2014 წლის აღწერის მონაცემებით,  3.076 მცხოვრები დარჩა.

მიუხედავად იმისა, რომ თეთრიწყარო მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული ცენტრია, მდებარეობს თბილისისა და რუსთავის სიახლოვეს, აქვს მაღალი საკურორტო-ტურისტული პოტენციალი, ხოლო XXI საუკუნის დასაწყისიდან საერთაშორისო სატრანზიტო დერეფანშიც მოექცა (ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის ნავთობსადენი, სამხრეთ კავკასიის მილსადენი, ბაქო-თბილისი-ყარსის საერთაშორისო რკინიგზა), ქალაქის განვითარება არ ხდება და 2002-დან 2014 წლამდე პერიოდში მისი მოსახლეობა 23%-ით შემცირდა.

ქალაქი გაზიფიცირებულია, 2010-14 წლებში თითქმის მთლიანად მოხდა წყალსადენების რეაბილიტაცია, მოასფალტდა ქუჩების დიდი ნაწილი. ამდენად, მაღალი ღირებულების ძირითადი საქალაქო ინფრასტრუქტურა უკვე რამდენადმე მოწესრიგებულია, მაგრამ ქალაქს არ გააჩნია რაიმე კონცეფცია ან გეგმა,  რომლის მიხედვითაც მის განვითარებას  მიზანმიმართული ბიძგი მიეცემა.

“მწვანე კავკასია” ვთვლის, რომ ქალაქის განვითარების დაგეგმვა უნდა დაიწყოს მისი ცენტრალური უბნის კეთილმოწყობის პროექტების შემუშავებით, რომელთა განხორციელების შემდეგ თეთრიწყაროში შესაძლებელი გახდება ინვესტიციების მოზიდვა და არსებული პოტენციალის გამოყენება. ის, თუ როგორი უდასაგეგმი ტერიტორია 1ნდა იყოს ქალაქის ცენტრი, მხოლოდ ხელისუფლების გადასაწყვეტი არ არის, მნიშვნელოვანია თავად თეთრწყაროელების ხედვა და იდეები. საზოგადოების მონაწილეობით ქალაქის სივრცით განვითარებაზე ხედვის შესამუშავებლად ადგილობრივმა არასამთავრობო ორგანიზაციამ “მწვანე კავკასია”, მუნიციპალიტეტის სამოქალაქო მრჩეველთა საბჭოსთან ერთად, ფონდ „ღია საზოგადოება-საქართველოს“ მხარდაჭერით, 2016 წლის ივნისიდან დაიწყო პროექტი „თანამონაწილეობითი დაგეგმვა  ურბანულ დასახლებაში“.

დასაგეგმი ტერიტორია 2პროექტის ფარგლებში, მოსახლეობისა და ადგილობრივი ხელისუფლების მიერ ერთობლივად დასაგეგმისივრცე მოიცავს ქალაქის ცენტრალურ უბანს, კერძოდ, თამარ მეფისა  ქუჩისა და ჭავჭავაძის  ჩიხების მიმდებარე ტერიტორიას: „თეთრი წყარო“,  მოედანი, ფუნქციადაკარგული შენობები (ყოფილი კომისარიატი, საბავშვო ბაღი, პროკურატურა, ბიბლიოთეკა და კინოთეატრი), დაცლილი წყალსაცავი („ტბა“) და მათ გარშემო არსებული კეთილმოუწყობელი პარკები და სკვერები.

2016 წლის 26 ივნისს, კვირას, 12 საათზე მუნიციპალიტეტის გამგეობის სააქტო დარბაზში შედგება საჯარო შეხვედრა, სადაც მუნიციპალიტეტის გამგებელი ბესიკ წიკლაური ანგარიშს ჩააბარებს თეთრწყაროელებს გაწეული მუშაობის შესახებ, ადგილობრივი ხელისუფლება საზოგადოებასთან ერთად იმსჯელებს ქალაქის ცენტრალუი უბნების განვითარების პერსპექტივებზე და მსურველებისან სამოქალაქო მრჩეველთა საბჭოსთან შეიქმნება სამუშაო ჯგუფები აღნიშნული ტერიტორიების სამომავლო კეთილმოწყობის კონკრეტული პროექტების შესამუშავებლად.

“მწვანე კავკასიას” იმედი აქვს, რომ თეთრწყაროელები იფიქრებთ და იმსჯელებთ საკუთარი  საცხოვრებელი გარემოს მომავალზე, იმაზე, თუ რა გსურთ, რომ გაკეთდეს ქალაქის ცენტრალური უბნის ამჟამად გამოუყენებელ ტერიტორიებსა და შენობებში ისეთი, რაც ქალაქის განვითარების, ინვესტიციების მოზიდვისა და ადგილობრივი მოსახლეობის დასაქმების თვალსაზრისით იქნება პერსპექტიული.

Advertisements

0 Responses to “ხელისუფლება მოქალაქეებთან ერთად დაგეგმავს ქალაქ თეთრიწყაროს განვითარებას”



  1. კომენტარის დატოვება

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out /  შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

Connecting to %s




ბლოგის სტატისტიკა

  • 17,019 მნახველი
Follow თეთრიწყარო on WordPress.com

სტატიები

არქივი

Advertisements

%d bloggers like this: