ტრენინგები თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში მცირე მეწარმეებისათვის

ლოგო 1ლოგო 2           ლოგო 3

“მრავალეროვანი საქართველო” გიწვევთ თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში მცხოვრებ დამწყებ და მოქმედ მცირე მეწარმეებს ტრენინგში მონაწილეობის მისაღებად.

„მრავალეროვანი საქართველო“ გაეროს განვითარების ფონდის UNDP მხარდაჭერით თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში ახორციელებს პროექტს სახელწოდებით „ხელი შეეწყოს თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის მძიმე სოციალური და ეკონომიკური კლიმატის გაჯანსაღებას ადგილზე არსებული ტურისტული პოტენციალის სრულფასოვნად გამოყენების გზით“.

პროექტი ითვალისწინებს თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში მცხოვრები დამწყები და მოქმედი მცირე მეწარმეების გადამზადებას, რათა მათ უკეთ შეძლონ საკუთარი საქმიანობის სფეროს ტურისტულ პოტენციალთან ინტეგრირება და ამის საფუძველზე საკუთარი შემოსავლების გაზრდა.
ტრენინგში მონაწილეობა შეუძლიათ როგორც მოქმედ მცირე მეწარმეებს, ასევე იმ ახალგაზრდებს, რომლებიც დაინტერესებულები არიან, წამოიწყონ საკუთარი ბიზნეს-საქმიანობა და საკუთარი წვლილი შეიტანონ თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში ტურისტული პოტენციალის გაჯანსაღების პროცესში.

არ არის შეზღუდვა იმასთან დაკავშირებით, რომ ტრენინგების მსურველი თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში იყოს რეგისტრირებული, შეიძლება ის ამჟამად თბილისში სწავლობდეს, მაგრამ თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე გეგმავდეს რაიმე მცირე ბიზნესის წამოწყებას.

ტრენინგები უფასოა და მასში მონაწილეობას მიიღებს ორი ჯგუფი:
პირველი ჯგუფისათვის ტრენინგი ჩატარდება 9-12 ივლისს, ხოლო მეორე ჯგუფისათვის 12-15 ივლისს.

ტრენინგში მონაწილეობის მსურველებს შეუძლიათ დაუკავშირდნენ “მრავალეროვან საქართველოს” შემდეგ ტელეფონის ნომერზე: 558 74 73 73

Advertisements

0 Responses to “ტრენინგები თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში მცირე მეწარმეებისათვის”



  1. კომენტარის დატოვება

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out /  შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

w

Connecting to %s




ბლოგის სტატისტიკა

  • 16,860 მნახველი
Follow თეთრიწყარო on WordPress.com

სტატიები

არქივი

Advertisements

%d bloggers like this: