“თანამონაწილეობითი დაგეგმვის” პროექტი: თეთრიწყაროს მოსახლეობასთან საჯარო შეხვედრა

2016 წლის 26 ივნისს, გამგეობის სააქტო დარბაზში,  თეთრიწყაროს საზოგადოების წინაშე გაწეული მუშაობის შესახებ  ანგარიშით წარსდგა მუნიციპალიტეტის გამგებელი ბესიკ წიკლაური, შემდეგ კი  მუნიციპალიტეტის  მოსახლეობას შეხვდნენ სამოქალაქო მრჩეველთა საბჭო და არასამთავრობო ორგანიზაცია „მწვანე კავკასია“.

IMG_4575მუნიციპალიტეტის გამგებელმა საზოგადოებას წარუდგინა სამოქალაქო მრჩეველთა საბჭოს ახალი თავმჯდომარე გიორგი აბულაძე, რომელმაც ისაუბრა საზოგადოების ჩართულობის  ამ ახალი ფორმის არსზე.  მან აღნიშნა, რომ საბჭოს მეშვეობით მოხდება ეფექტური კომუნიკაცია მოსახლეობასა და პირდაპირი წესით არჩეულ გამგებელს შორის, საზოგადოების  მონაწილეობით მოხდება მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის, მნიშვნელოვანი პროექტების და გეგმების წინასწარი განხილვა და ხაზი გაუსვა თეთრიწყაროში ტურისტული ინფრასტრუქტურის განვითარებისა და ინვესტიციების მოზიდვის შესაძლებლობებს, რაც გააუმჯობესებს მუნიციპალიტეტის ეკონომიკას, ახალგაზრდობის დასაქმებისა და ემიგრანტების სამშობლოში დაბრუნების პერსპექტივას შექმნის.

პროექტის „თანამონაწილეობითი დაგეგმვა ურბანულ დაასახლებაში“ საზოგადოებასთან ურთიერთობის მენეჯერმა ლიზი სოფრომაძემ ისაუბრა  პროექტის ფარგლებში სამოქალაქო მრჩეველთა საბჭოსთან ერთად „მწვანე კავკასიას“ მიერ დაგეგმილ პროცესზე, რომელიც ქ. თეთრიწყაროს ცენტრალური უბნების განვითარების დაგეგმვაში მოსახლეობის აქტიურ ჩართვას ითვალისწინებს. ის, თუ როგორი უნდა იყოს ქალაქის ცენტრი, მხოლოდ ხელისუფლების გადასაწყვეტი არ არის, მნიშვნელოვანია თავად თეთრწყაროელების ხედვა და იდეები. საჯარო შეხვედრაზე  დამსწრე მოქალაქეები გამოეხმაურნენ „მწვანე კავკასიას“ მოწოდებას და გამოთქვეს სურვილი, მონაწილეობა მიიღონ პროექტში. შეიქმნა სამუშაო ჯგუფები, რომლებიც მოქალაქეთა იდეებს ქალაქის კეთილმოწყობის კონკრეტულ საპროექტო წინადადებებად ჩამოაყალიბებენ.

პროექტს „თანამონაწილეობითი დაგეგმვა  ურბანულ დასახლებაში“ რეგიონული არასამთავრობო  ორგანიზაცია „მწვანე კავკასია“, თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის სამოქალაქო მრჩეველთა საბჭოსთან ერთად, ფონდ „ღია საზოგადოება-საქართველოს“ და მუნიციპალიტეტის გამგებლის მხარდაჭერით ახორციელებს.

Advertisements

0 Responses to ““თანამონაწილეობითი დაგეგმვის” პროექტი: თეთრიწყაროს მოსახლეობასთან საჯარო შეხვედრა”



  1. კომენტარის დატოვება

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out /  შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

Connecting to %s




ბლოგის სტატისტიკა

  • 17,019 მნახველი
Follow თეთრიწყარო on WordPress.com

სტატიები

არქივი

Advertisements

%d bloggers like this: